პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მეკრძალება პრაქტიკულად ყველა საქმიანობა, გარდა საგანმანათლებლო საქმიანობისა

09.02.21 14:20


პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შენარჩუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო და კონსტიტუცია მას არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს, კერძოდ იმ კუთხით თუ რა საქმიანობით დაკავდება. 

 


მისი თქმით, კანონი მოქალაქის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, როცა მას სადეპუტატო უფლებამოსილების შენარჩუნებით სხვა საქმიანობებში ჩართვას უკრძალავს.

 

„სცნეს ჩემი როგორც დეპუტატის უფლებამოსილება. დავწერე განცხადება, გამიუქმეთ მანდატი, უარს ვამბობ პარლამენტის წევრობაზეთქო, კენჭი უყარეს და უმრავლესობით გადაწყვიტეს - არაო, აქ უნდა ეგდოო, შენ რა გინდა არავის აინტერსებს, ჩვენ ვწყვეტთ შენ სად იმუშავებ და სად არაო, და ამჟამად პარლამენტში ხარ გამწესებულიო ამ გადაწყვეტილების შედეგად მეკრძალება პრაქტიკულად ყველანაირი საქმიანობა, გარდა საგანმანათლებლო საქმიანობისა ანუ, ხვალ რომ ვინმემ წელიწადში მილიონიან-შემოსავლიანი ბიზნესი ან სამსახური შემომთავაზოს - უფლება არ მაქვს დავთანხმდე.

 

მეტიც, მევალება რომ რაღაც დეკლარაცია შევავსო და ჩავაბარო სახელმწიფოს თუ არ ჩავაბარებ, 1 000 ლარით მაჯარიმებენ თუ არ გადავიხდი, ანგარიშებზე ინკასოს მადებენ თუ მაინც არ ჩავაბარებ დეკლარაციას, სიახლის სამართლის საქმეს აღძრავენ ჩემზე და (აქ ხდება ყველაზე საინტერესო)... გამიუქმებენ მანდატს.

 

ახლა თავიდან წაიკითხეთ პირველი ორი აბზაცი

 

პ.ს. კობახიძე, მდინარაძე და მათი მეგობრები სერიოზული სახით ამტკიცებენ რომ:
- ეს არის სწორი
- ეს არ არის თავისუფლების შეზღუდვა
- ეს წერია კონსტიტუციაში
- ანუ ასეთი სირული კონსტიტუცია გვაქვს“ , - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები