პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი ნულოვან ბარიერზე: ოპოზიციისთვის ეს საყურადღებო და საინტერესო უნდა იყოს

09.02.21 15:00


თუ „ქართული ოცნება“ ამაზე მოდის, ეს რა თქმა უნდა კარგი შეთავაზებაა.

ოპოზიციისთვის ეს უნდა იყოს საყურადღებო და საინტერესო, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნულოვან ბარიერზე საუბრისას განაცხადა.

 

„თუ ეს საკითხი სხდომაზე გამოვა, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დაბალი ბარიერი იყოს, მაგალითად ნულოვანი ან ბუნებრივი ბარიერი. დანარჩენ ოპოზიციას, თუ გულწრფელად უნდათ რომ მართლა ბარიერი დაბალი იყოს, ამ იდეას მხარი უნდა დაუჭირონ, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

მამუკა მდინარაძემ კი გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო რეფორმას. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები