პოლიტიკა

„პოლიტპატიმრების თითოეული დღე ციხეში, შეიძლება ასეულობით მილიონ დოლარად და სამუშაო ადგილების დაკარგვად დაგვიჯდეს“ - გოცირიძე

05.04.21 13:40


„პოლიტპატიმრების თითოეული დღე ციხეში შეიძლება დაგვიჯდეს ასეულობით მილიონ დოლარად და სამუშაო ადგილების დაკარგვად“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. 


როგორც გოცირიძემ „მთავართან“ საუბარში განაცხადა, ხელისუფლება ვერ გრძნობს რა ხდება ქვეყანაში.

 

ოპოზიციონერის თქმით, ქვეყანაში საგრძნობლად არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

 

„ვერ გრძნობენ რა ხდება ქვეყანაში და რა უმძიმეს გავლენას ახდენს ხელისუფლების კრიზისი, თუნდაც ის დაძაბულობები რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ და ეს გამოიხატება ძალიან ბევრი დანაკარგით.

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ,კიდევ უფრო შემცირებული იქნება. რეალურად ინვესტიცია არ განხორციელებულა, თუ ჩვენ დავითვლით ამას იმ პრიზმიდან, რასაც ჰქვია კაპიტალის შემოდინება უცხოეთიდან. ამიტომ, ხელისუფლება თავისი უგუნური პოლიტიკით აღატაკებს ქვეყანას, ამას დამატებული ის სანქციები, რომლის მუქარა ევროკავშირიდან ძალიან სერიოზულია და ნუ გვავიწყდება, რომ 430 მლნ დოლარი მოგვცა მხოლოდ შარშან პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და აქედან დიდი ნაწილი გრანტი იყო.

 

დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველოს შეუწყდება დახმარება. ამ დახმარების შეწყვეტა ნიშნავს ქვეყნისთვის კატასტროფას, არც ლარი იარსებებს და არც დოლარი იარსებებს. სანამ დროზე არ იქნება პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლებული, ნიკა მელია და სხვები, მათი თითოეული დღე ციხეში, შეიძლება დაგვიჯდეს ასეულობით მილიონ დოლარად და სამუშაო ადგილების დაკარგვად. ამიტომ, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის იმ 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რომელიც შემდეგ რიგგარეშე არჩევნებამდე მიგვიყვანს“, - აცხადებს გოცირიძე.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები