პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

05.04.21 14:00


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, (რეზიდენციით ქალაქ ერევანი) კიშან დან დევალს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის ორმხრივ ურთიერთობაში ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სექტორებს.

 

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში შექმნილი ინდოეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი აქტიურ წვლილს შეიტანს პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაში.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ინდურ ინვესტიციებზე ისაუბრა და გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა, ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების შეთავაზებით ინდოეთის რესპუბლიკასთან კიდევ უფრო გააღრმავოს ბიზნეს ურთიერთობები.

 

არჩილ თალაკვაძემ დადებითად შეაფასა მხარეების თანამშრომლობა განათლების სფეროში, რაც ქართული უნივერსიტეტებით ინდოელი სტუდენტების დაინტერესებაში გამოიხატება. პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა პოემა „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემას ჰინდის ენაზე და აღნიშნა, რომ იგი დამატებით ხელს შეუწყობს ინდოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას. აგრეთვე, მან ინდოეთის მხარეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ 2017-2018 წლებში მოსახლეობას საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებთან მოლოცვის შესაძლებლობა ჰქონდა.

 

გარდა ამის, არჩილ თალაკვაძემ ელჩს გააცნო ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები და ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კიშან დან დევალს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები