პოლიტიკა

ვაქცინაციის პროცესში შემდეგ ჯგუფად შესაძლოა პედაგოგები აცრან

05.04.21 14:20


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსიზე ვაქცინაციის პროცესში, შესაძლოა პედაგოგებიც ჩაერთონ.

 

დღეს 5 აპრილს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინეთის საელჩოს ერთობლივი ბრიფინგი ჰქონდა, რომლის მიზეზიც, საქართველოში ჩინური წარმოების „სინოფარმის“ 100 000 დოზის ჩამოტანა გახდა.

 

ამ ბრიფინგზე გამყრელიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, მომატებული შემთხვევების ფონზე, ხომ არ იგეგმება ასაკობრივ ჯგუფებთან და ექიმებთან ერთად პედაგოგების აცრაც.

 

„პედაგოგებისა და ბაგა-ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იმუნიზაციის პროცესში იყო წინა [საკოორდინაციო] საბჭოზე საუბარი. ახლა, როდესაც ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, მეორე საბჭოზე.. ეს გახლავთ  ე.წ. ესენციური ჯგუფები, რომელბიც განიხილებოდა ასაკობრივი გაფაროთოების შემდეგ ..ვფიქრობ, რომ მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე და შესაბამისი გადაწყვეტილება გვექნება,“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები