პოლიტიკა

ლელა ქებურია: პრეზიდენტ მიშელის ჩარჩო დოკუმენტში არსებული 6 პუნქტის შესრულება პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს

05.04.21 14:40


„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ის ორი საკითხი, რომელიც უკავშირება ახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლელა ქებურიამ განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალებაა.

 

„პრეზიდენტ მიშელის ჩარჩო დოკუმენტში არსებული 6 პუნქტი იყო ყველაზე სრულყოფილი და მივიჩნევთ, რომ სწორედ ის განმუხტავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. მაშინ, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიგვითითებენ სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილი არ ჰქონდეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ამიტომ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის ერთ-ერთი აუცილებელი პუნქტი შეთანხმებისთვის“, - აცხადებს ლელა ქებურია.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები