პოლიტიკა
05.04.21 15:00
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამ დიასპორულ პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მისმა მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა დღეს წარადგინა.
ზალკალიანის თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა საქართველო უკეთ იყოს წარმოჩენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
„დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩვენს თანამოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. ამიტომ, ეს სამი ახალი ინიციატივა, რომლის პრეზენტაციაც დღეს იყო, დაფუძნებულია სწორედ იმ კონსულტაციებსა და კომუნიკაციაზე, რომელიც მუდმივად გვაქვს ჩვენს თანამოქალაქეებთან. მათი რჩევების გათვალისწინებით და ასევე წინა წელს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, განგვეახლებინა ორი პროექტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქტუალური იყო.
არის ახალი ელემენტები, თუ შარშან პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემატიკა იყო ამ პროექტის მთავარი მიმართულება, წელს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, საქართველოს უკეთ წარმოჩენის თვალსაზრისით, პროექტები წარმოადგინონ ახალი ინიციატივის ფარგლებში. ახალი ინიციატივა, რომელიც გასული წლების განმავლობაში არ გვქონია, ეს არის ქართული ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებისთვის ფინანსური მხარდაჭერა. ეს პროგრამაც და პროექტიც მიმდინარეობს დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სწორედ ჩვენი კომუნიკაციის შედეგად.
როდესაც ვიზიტები მაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში, მათ მუდმივად ვხვდები და მათი თხოვნიდან მომდინარეობს, რომ სახელმწიფოს მეტი ყურადღება გამოეჩინა ჩვენი დიასპორული ორგანიზაციების, ფოლკლორული ანსამბლების მიმართ.
მიხარია, რომ წლევანდელი წლის ბიუჯეტში ეს გათვალისწინებულია.
დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი თანამოქალაქეების დიდ მოწონებას დაიმსახურებს.
იქნება შესაძლებლობა წელს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, მომავალ წელსაც გავაგრძელოთ ეს კარგი პრაქტიკა. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა საქართველო უკეთ იყოს წარმოჩენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დღეს დიასპორული პროგრამები წარადგინა. ეს პროგრამებია: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამა და საგრანტო კონკურსი – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24