პოლიტიკა

პეტრას აუსტრევიჩიუსი: იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტის ახალი სპიკერი შექმნილ პოლიტიკურ რეალობაში აქტიურად იქნება ჩართული

29.04.21 11:45


იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტის ახალი სპიკერი შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობაში აქტიურად იქნება ჩართული, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

ევროპარლამენტარმა კახა კუჭავას წარმატება უსურვა.

 

„დოკუმენტის თანახმად ახალ პოზიციებზე იქნებიან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის წარმომადგენლები და ამ პროცესს ზედამხედველობა პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ უნდა გაუწიოს. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ტრადიცია, მაგრამ პრინციპი და ღირებულებები ერთია. ეს არის კანონის უზენაესობა, ტოლერანტობა, დემოკრატია. ეს არის წინ წასასვლელი გზა და ამაზე უკეთეს ინვესტიციას ვერავინ განახორციელებს. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს“, - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები