პოლიტიკა

რუსეთის მხრიდან უკანონო ბორდერიზაციის მოწმე გავხდი - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

29.04.21 13:00


ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოფელ ოძისში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას გაეცნო. ის რუსეთის ბაზებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერთად აკვირდებოდა:


"რუსეთის აგრესიული ნაბიჯები ბორდერიზაციისა და რუსი სამხედროების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იქნება დაგმობილი ნებისმიერ ხელმისაწვდომ ფორმატში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები, სრულად დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აგრეთვე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას.

 

ამ კუთხით ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა გახელაძეს და მის ოჯახს.

ასევე სხვა უკანონოდ დაკავებულ პირებს. ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. ქართველი მოსახლეობის ნება, რომ იცხოვრონ, უსაფრთხო დემოკრატიულ ევროპულ საქართველოში არასდროს იქნება უგულებელყოფლი".

 

მოგვიანებით ლანდბერგისმა სოციალურ ქსელშიც დააფიქსირა თავისი პოზიცია:

 

"მოვინახულეთ ადმინისტრაციული საზღვარი ოძისთან. რუსეთის მხრიდან მუდმივი უკანონო ბორდერიზაციისა და მძიმე სამხედრო ინვესტიციების მოწმე გავხდი. ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). რუსეთს მოვუწოდებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღევა შეწყვიტოს", - დაწერა მოგვიანებით ლანდსბერგისმა Twitter-ზე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები