პოლიტიკა

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველოსთან მტკიცე პარტნიორობა ძლიერდება, რაც აისახა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ალიანსის შტაბბინაში

29.04.21 14:00


ჩვენ გვაქვს ძალიან ხანგრძლივი და ღირსეული ისტორია, რომელიც განასახიერებს ნატოსა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობას,- ამის შესახებ, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, საჰაერო ძალების ფელდმარშალმა, სტიუარტ ფიჩმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს პარტნიორობა უფრო და უფრო ძლიერდება, რაც აისახა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ნატო-ს შტაბბინაში, რომელიც მისი დანიშვნიდან ძალიან მოკლე დროში განხორციელდა.

 

„საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატოში ინტეგრირება კვლავ რჩება ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უდიდეს ამოცანად და ალიანსმა საქართველოს კიდევ 3 წლით გაუგრძელა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი. ჩვენმა პარტნიორობამ დაამტკიცა, რომ ის არის ურთიერთსასარგებლო“, – აღნიშნა სტიუარტ ფიჩმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები