პოლიტიკა
30.04.21 15:00
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, დაადოს ვეტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებას და ჩვენ ასევე შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას და მოვითხოვთ ამ კანონის ხელახლა მიღებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მზაკვრულად მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, მას უნდა, გააპაროს ასეთი ცვლილებები, ვიდრე ოპოზიცია სრულფასოვნად დაიწყებს პარლამენტში მუშაობას.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონთან დაკავშირებით გამოიყენოს ვეტოს უფლება, რადგან ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი. ჩვენ როგორც კი შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად, დაუყოვნებლივ შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მოვითხოვთ ამ ცვლილებების გაუქმებას.
თუ ეგონა „ქართულ ოცნებას“, რომ თავს აარიდებდა ფართო ოპოზიციურ დისკუსიას პარლამენტში, ეს არ გამოუვა. ჩვენი საკანონდებლო ინიციატივის შედეგად, მათ ვალდებულება ექნებათ, მოვიდნენ პარლამენტში და დაგვისაბუთონ, რატომ მიიღეს ასეთი ანტიდემოკრატიული კანონი. ყველანაირად შევეცდებით, ვაიძულოთ ხმა მისცენ ხელახლა ამ კანონს და უკან დაბრუნდეს ის ცვლილებები რაც იყო“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე იქნება მსჯელობა.
„ვხედავ ძალიან კონკრეტულ მოთხოვნას საზოგადოების, ხალხის მხრიდან, რომ სრულფასოვნად ჩავერთოთ საპარლამენტო მუშაობაში, რადგან მიხარია, რომ ხალხი გვთხოვს უკვე პასუხს როგორც ეკონომიკურ, ასევე დემოკრატიის სხვა საკითხებზე.
დღეს მსჯელობა გვექნება ამაზე და საბოლოო პოზიციას გეტყვით“, – განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო“. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია: „საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით „ქართულმა ოცნებამ“, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში“.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24