პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: სამშაბათს ბიუროს სხდომას ჩვენც დავესწრებით

30.04.21 16:00


ოპოზიცია სამშაბათს ბიუროს სხდომას დაესწრება, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსების დღევანდელი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„რა თქმა უნდა, ბიუროს დავესწრებით. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმაზეც, რომ არცერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ჩვენი ჩართულობის გარეშე არ იქნება განხილული მომავალში. დანარჩენ დეტალებზე ყოველდღიური კონსულტაცია გვექნება და მოგახსენებთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში შეხვედრა გამართა.

 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში 27 აპრილს მივიდნენ.

ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.

 

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები