პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი - თუ პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს,  ჩვენი იდეაა, რომ ახალი ცვლილების ინიცირება მოვახდინოთ

30.04.21 17:00


თუ პრეზიდენტი ვეტოს არ დაადებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, ჩვენი იდეაა, რომ ახალი ცვლილების ინიცირება გავაკეთოთ, - ამის შესახებ პარლამენტის არჩეულმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერების შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, მეორე მნიშნველოვანი საკითხი, რომელიც ოპოზიციამ განიხილა, ნიკა მელიას გათავისუფლება იყო, რადგან შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემდგომი ამოცანა სწორედ მელიას გამოშვებაა.

 

სამადაშვილის ინფორმაციით, ნიკა მელიას ხვალ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე შეხვდება.

 

„ამნისტიის ორივე კანონპროექტის დაინიცირება მოხდა, ამიტომ სამშაბათს ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილები ვიქნებით. საზოგადოებას შეგვიძლია ვუთხრათ, რომ არცერთი მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი პარლამენტში ჩვენი ჩართულობის გარეშე არ დარჩება. ჩვენი იდეაა, რომ თუ პრეზიდენტი ვეტოს არ დაადებს ამ ცვლილებებს, მაშინ შესაბამისი ცვლილების ინიცირება გავაკეთოთ, რომ გამოსწორდეს ვითარება რაც შეიქმნა. ჩვენ უახლოეს მომავალში ვაპირებთ აქტიურ კონსულტაციებს, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე საზოგადოებრივ ჯგუფებთან იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ შეთანხმების შესრულება.

ბატონი მამუკა ხაზარაძე ხვალ შეხვდება ნიკა მელიას და ნიკას გათავისუფლების თემაზეც გვქონდა საუბარი. ჩვენი შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემდგომი ამოცანა არის სწორედ ნიკას გამოშვება“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

 

სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან „სწორედ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებით იწყება ბიძინა ივანიშვილის დიდი მარცხი ამ ქვეყანაში“.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები