პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გერმანიასთან

05.05.21 14:00


გერმანია არის საქართველოს ისტორიული პარტნიორი და მხარდამჭერი, - ამის შესახებ ბერლინში ვიზიტით მყოფმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

 

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობები გერმანელ პოლიტიკოსებთან, როგორც დეპუტატებთან, ასევე ფედერალური კანცლერის წარმომადგენლების დონეზე. ჩვენ გავმართავთ ძალიან მნიშვნელოვან მაღალი დონის შეხვედრებს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. შეხვედრები იქნება პარტნიორებთან ბუნდესტაგისა და ფედერალური კანცლერის წარმომადგენლობის დონეზე. ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაზე და დამატებით ინფორმაციას მივაწვდით.

ვისაუბრებთ რეგიონული გამოწვევების კონტექსტზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გერმანიასთან. გერმანია არის საქართველოს მტკიცე პარტნიორი, რომელიც განუხრელად უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ველოდებით ნაყოფიერ და საინტერესო შეხვედრებს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ქართული დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები