პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ ენმ-ის შესვლის შემთხვევაში პარლამენტში თავადაც შევიდეს

06.05.21 10:15


პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლის შემთხვევაში პარლამენტში თავადაც შევიდეს.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.


„ოპოზიციამ იჩქარა და დიდი შეცდომა მოუვიდა. ეს ყველაზე რბილი ნათქვამია.

უარესს ვფიქრობ გარკვეულ ადამიანებზე, უბრალოდ არ ვამწვავებ. შეცდომა მოუვიდათ, ამ შეცდომას კი ისეთი მავნებლური ოლიგარქიული ხელისუფლება როგორც „ოცნებაა“, რა თქმა უნდა, გამოიყენებდა და გამოიყენეს“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

 

თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა მიხეილ საააკშვილის მოწოდებას „ნაციონალური მოძრაობისადმი“, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში პარლამენტში შევიდნენ.

 

„მის მიერ სწორი, მასშტაბური პოლიტიკოსის სვლა იყო მისი მეორე განცხადება დოკუმენტზე. ხელისმომწერებმა თავიანთი წინდაუხედავი ნაბიჯით, ნაადრევი შეცდომით ძალიან აამღვრიეს პოლიტიკური ბრძოლის ველი, შესაბამისად, სააკაშვილი იძულებული გახდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები