პოლიტიკა
06.05.21 11:00
აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან, - ამის შესახებ, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო არა მარტო მეზობლები, არამედ მეგობრებიც არიან და ეს მეგობრობა ჩვენს ერებს შორის საუკუნეებს ითვლის.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი ქვეყნები - აზერბაიჯანი და საქართველო - მეზობლები არიან. მინდა ვთქვა, რომ არა მარტო მეზობლები ვართ, არამედ მეგობრებიც. ჩვენს ერებს შორის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის.
საუკუნეების განმავლობაში ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთმანეთს. მინდა ასევე ვახსენო, რომ მრავალი მსგავსება არსებობს ჩვენს ეროვნულ ტრადიციებში. ალბათ სწორედ ამიტომ ცხოვრობს ბევრი ქართველი აზერბაიჯანში. ისინი ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ახლა ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში. ისინი თქვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. მიმაჩნია, რომ ეს ორი თემი ხიდის როლს ასრულებს ჩვენს ერებს - ჩვენს ქვეყნებს - შორის.
აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან.
ასზე მეტ მთავრობათაშორის დოკუმენტს მოწერა ხელი და, რამდენადაც ვიცი, 15 დოკუმენტი ამჟამად განიხილება. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტებმა ჩვენი ურთიერთობის იურიდიული ჩარჩო შექმნა სხვადასხვა სფეროში. მრავალი სახის თანამშრომლობა გვაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანამშრომლობაა. გასულ წელს - პანდემიის დროს, 2020 წელს - ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 500 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. ეს მაჩვენებლები ჩვენი თანამშრომლობის დიდ მასშტაბებზე მეტყველებს. დღეს აზერბაიჯანი ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად გვევლინება საქართველოს ეკონომიკაში, ხოლო საქართველო აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებში“, - აღნიშნა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ.
საჰიბა გაფაროვამ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო უსაფრთხოებაში.
„მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენები. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კარგად არის ცნობილი, რომ პარლამენტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებაში. მეამაყება, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსა და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. მინდა ვთქვა, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებობს. ჩვენს პარლამენტში შექმნილია საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფი და აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტშიც არსებობს. ტრადიციულად, ამ ორ საპარლამენტო ჯგუფს შორის ურთიერთობა ყოველთვის ძლიერი იყო და, ვფიქრობ, დღესაც ძლიერია. მიმაჩნია, რომ ეს სამუდამოდ ასე იქნება. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენი ეროვნული დელეგაციები წარმატებით თანამშრომლობენ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო, ევრონესტი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), პარლამენტთაშორისი კავშირი (IPU) და ბევრი სხვა“, - განაცხადა საჰიბა გაფაროვამ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24