პოლიტიკა

პრეზიდენტი დღეს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შეხვდება

06.05.21 11:15


ორბელიანების სასახლეში დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ინდივიდუალურად შეხვდება.


ცნობილია ის, რომ შეხვედრაზე დღეს პრეზიდენტთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე და ოპოზიციონერი პარლამენტარი სალომე სამადაშვილი მივლენ.

 

შეხვედრაზე განსახილველი თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი გამკაცრებული ცვლილებებია, რომელზეც ოპოზიცია პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადებას ელოდება.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები