პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის რაიმე ტიპის ბოიკოტი გაუგებარია

06.05.21 11:45


ქართული დელეგაციის წევრები გერმანიაში შეხვედრებს აფასებენ. დეპუტატები ამბობენ, რომ ყველა შეხვედრაზე საუბარი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ასოცირებული ქვეყნებისთვის მეტი შესაძლებლობების გახსნასა და რაც მთავარია, დიფერენცირებულ მიდგომაზე. გერმანელ კოლეგებთან საუბარი 19 აპრილის შეთანხმებასაც შეეხო.

 

„ჩვენ მიმოვიხილეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, რეგიონის კონტექსტში მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ჩვენი გერმანელი კოლეგები მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური სივრცისკენ. მათთვის ცნობილია ის პოლიტიკური მოვლენები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. მათთვის გაუგებარია რაიმე ტიპის ბოიკოტი. როდესაც პარტია მარცხდება, მან დამარცხების აღიარება უნდა შეძლოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ უნდა მონაწილეობდნენ პროცესებში. გერმანელი კოლეგები მიესალმებიან ხელმოწერილი დოკუმენტის სულისკვეთებას, სადაც „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადავიდეს. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს როლი, რომ საქართველო არის მოწინავე რეფორმების მიმართულებით, რომ საქართველო ძალიან დიდ როლს ასრულებს რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით და მათ აღგვიქვეს მხარდაჭერა იმ სტრატეგიული მიზნების რეალიზაციისთვის, რომელიც პირველ რიგში არის ევროკავშირში 2024 წელს წევრობა განაცხადის გაკეთება და შემდგომში სრული ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში“, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

 

ქართული დელეგაცია ბერლინში შეხვედრებს 5 მაისიდან მართავს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები