პოლიტიკა

ოსტატების რეესტრი კულტურის სამინისტროში - წულუკიანის ახალი ინიციატივა

06.05.21 14:30


კულტურის სამინისტროში ოსტატების რეესტრი შეიქმნება, 2022 წლიდან კი მათი სერტიფიცირების სისტემაც ამუშავდება - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა თეა წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


2022 წლის მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება იმ პირებს ექნებათ, რომლებიც სერტიფიკატს მიიღებენ. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს.

 

დღეიდან 15 ივნისამდე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს:

 

ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);

 

ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.

 

კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);

 

სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)

 

მჭედელ-ზეინკალი;

 

მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები