ანალიტიკა

„სპეცოპერაციები“ ძირძველი მოსახლეობისგან მიწების გასაწმენდად: ხოჯალი, სოხუმი, უკრაინა...

08.03.22 11:30


ომი უკრაინაში დაიწყო ყარაბაღის ქალაქ ხოჯალში სომეხი დამპყრობლებისა და სეპარატისტების მიერ მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოსახლეობის ბარბაროსული გენოციდიდან  თითქმის ზუსტად 30 წლის შემდეგ. ხოჯალის გენოციდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომელიც მოგვიანებით გახდა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ცხოველური სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განზრახ იყო დაგეგმილი გენოციდის ორგანიზატორების მიერ და არ იყო რაიმე „უბედური შემთხვევა“:

 

„ხოჯალამდე აზერბაიჯანელები ფიქრობდნენ, რომ უბრალოდ ხუმრობდნენ მათთან. აზერბაიჯანელები ფიქრობდნენ, რომ სომხები ის ხალხია, ვინც მშვიდობიან მოსახლეობაზე ხელის აწევას ვერ შეძლებდა. საჭირო იყო ამ შეხედულების გაქარწყლება“ - ცინიკურად აღიარა სარგსიანმა.

 

მართლაც, ხოჯალში 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს მომხდარ საშინელ მოვლენებამდე ბევრ აზერბაიჯანელს ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ სომხებს, რომლებსაც ისინი ბოლო დრომდე კეთილ მეზობლებად აღიქვამდნენ, რომელთანაც ისინი თაობების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ მათ სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ. ამიტომ ისინი არ ჩქარობდნენ მშობლიური მიწის დატოვებას მიუხედავად მომაკვდინებელი  საფრთხისა.

 

ასე არ სჯეროდათ სოხუმში, გაგრაში და აფხაზეთის სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ ქართველებს, რომ მეზობლები - აფხაზები, სომხები, რუსები დახოცავდნენ და განდევნიდნენ მათ. ანალოგიურად, 2022 წლის 24 თებერვლამდე უკრაინელების უმეტესობას უბრალოდ არ სჯეროდა, რომ რუსები მოძმე ერი  (უფრო სწორად პოლიტიკოსებს, რომლებიც მათ მართავენ) მათზე ხელს აღმართავდა  და გაანადგურებდა მშვიდობიან მოსახლეობას.

 

თუმცა, როგორც გაირკვა როდესაც ვინმეს სჭირდება უცხო მიწა ძირძველი მოსახლეობის გარეშე, ვერაფერი შეაჩერებს ეთნიკური წმენდის ამაზრზენი გეგმების ორგანიზატორებს. ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სისასტიკე იმთავითვეა მათ მიერ დაგეგმილი.

 

შემთხვევითი არ არის, რომ 2022 წლის 24 თებერვალს საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, უკრაინის წარმომადგენელმა მიმართა რუსეთის წარმომადგენელს გაეროში: „პუტინმა ომი გამოაცხადა. ჩანაწერს ვაკეთებთ და თქვით, რომ თქვენი შეიარაღებული ძალები არ ბომბავენ უკრაინის ქალაქებს. მიდით,  დაურეკეთ ლავროვს. ჩვენ შევისვენებთ“, პასუხად კი მიიღეს: „ლავროვს არ გავაღვიძებ. ეს არ არის ომი, ეს არის სამხედრო ოპერაცია“.

 

მართლაც, რუსული ოფიციალური პროპაგანდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას უწოდებს არა ომს, არამედ „სპეცოპერაციას“. რაც ფაქტობრივად ხსნის იმას, რაც რეალურად ხდება ახლა უკრაინაში.

 

ეს არის საშინელი „სპეცოპერაცია“. სპეცოპერაცია უკრაინის მიწების ძირძველი უკრაინელი მოსახლეობისგან „განსაწმენდად“. ეჭვგარეშეა, მის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო სომხურმა ლობიმ, რომლის წარმომადგენელი ლავროვი ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის აგრესორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

 

დღეს უკრაინაში ისევ სომეხი ტერორისტების "გამოცდილებას" იყენებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გასანადგურებლად და დასაშინებლად მისი ტოტალური განდევნის მიზნით, რაც მათ უკვე "გამოსცადეს" ხოჯალის მშვიდობიან აზერბაიჯანელებზე და სოხუმის მშვიდობიან ქართველ მოსახლეობაზე.

 

მთელმა მსოფლიომ იხილა ბარბაროსული სროლების, დაბომბვისა და სარაკეტო თავდასხმების კადრები უკრაინის ქალაქებში ბოროდიანკაში, ჩერნიგოვში, ხარკოვში, ახტირკაში, მარიუპოლში, ბუჩასა და ირპინში სამოქალაქო საცხოვრებელ შენობებზე. უფრო მეტიც, დარტყმები მიაყენეს ტერიტორიებს, სადაც სამხედრო ობიექტები საერთოდ არ არის. დამსჯელთა გათვლა გასაგებია და სამწუხაროდ ისინი ნაწილობრივ აღწევენ მიზნებს. დაიწყო მოსახლეობის მასობრივი გასვლა უკრაინიდან საზღვარგარეთ.

 

მართლაც, თუ არ არსებობს გარანტია, რომ ერთ მომენტში მათი სახლები არ გადაიქცევა მბოლავ ნამსხვრევებად, ადამიანებს ეშინიათ მასში დარჩენის, ეშინიათ შვილების გამო. ხალხი მიხვდა, რომ მათთან აღარ "ხუმრობდნენ" და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება რეალური იყო. შედეგად ხდება უკრაინელების მასიური „გამოსვლა“ უკრაინიდან. საცობები უკრაინის საზღვრებთან პოლონეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან და მოლდოვასთან, ზოგან ათეულ კილომეტრზეა გადაჭიმული.

 

საომარი მოქმედებების დაწყებიდან 2-მდე მილიონმა ლტოლვილმა უკვე დატოვა უკრაინა და ამ პროცესის შემაფერხებელი ნიშნები არ არსებობს. პირიქით, „ფრონტის“ ზონაში ნახევრად ცარიელი ქალაქები და დაბები რჩება. დღეს უკრაინის დედაქალაქ კიევის მრავალი უბანი უჩვეულოდ "ცარიელად" გამოიყურება მიუხედავად იმისა, რომ სადგურებზე უამრავი ადამიანია, საიდანაც "საევაკუაციო" მატარებლები დასავლეთის მიმართულებით გადიან. კიდევ უფრო მეტი ხალხია ხარკოვის რკინიგზის სადგურზე. მოსახლეობა მიდრეკილია დატოვოს ქალაქები საბოლოო შემოჭრამდე.

 

უკრაინაში რუსული საოკუპაციო ჯარების წინსვლა ზოგან შეჩერებულია, ალყაში მოქცეული ქალაქებიდან კი „ჰუმანიტარული დერეფნები“ გაიხსნა. ამასთან, როგორც უკრაინის არაოკუპირებული ტერიტორიის, ასევე რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მიმართ. მთავარია „დატოვო მშობლიური მიწა“, თითქოს ოკუპანტები „დაბრუნდნენ“. ანუ, მიმდინარეობს „სპეციოპერაცია“უკრაინის წმენდისა უკრაინელი მოსახლეობისგან .უკრაინიდან ლტოლვილების ბედი ნამდვილად არ არის შესაშური.

რაც არ უნდა ცდილობდნენ სხვა ქვეყნები  მათ დახმარებას მათი რიცხვი დიდია, გარდა ამისა თუ აზერბაიჯანელებმა და ქართველებმა თავშესაფარი საკუთარ, აზერბაიჯანულ და ქართულ ქალაქებში ჰპოვეს, უკრაინელმა ლტოლვილებმა თუ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას განაგრძობს, შეიძლება საერთოდ დაკარგონ  სამშობლო.

 

უდავოა, რომ უკრაინული „მიწის წმენდა ძირძველი მოსახლეობისაგან“ გარკვეულწილად განსხვავდება ყარაბაღისა და აფხაზეთის ორგანიზებისგან. ეს არც მთლიანად ეთნიკურია და არც ტოტალური. თუ სომეხმა ოკუპანტებმა აზერბაიჯანული ყარაბაღიდან უკლებლივ ყველა აზერბაიჯანელი გააძევეს, ხოლო სოხუმიდან და აფხაზეთიდან თითქმის ყველა ქართველი (ნაწილებს მოგვიანებით გალის რაიონში დაბრუნების უფლება მიეცათ), მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ უკრაინაში რჩება.

 

ოკუპანტებმა დაგეგმეს და გამოაცხადეს ე.წ. „დენაციფიკაცია“ თუ მოახერხებდნენ უკრაინაზე კონტროლის დამყარებას. ამის შედეგად ყველა მამაკაცი, ვინც დღეს დარეგისტრირდა თავდაცვით (ტერიტორიული თავდაცვის) ქვედანაყოფებში, რისკის ქვეშ იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბებში გადაიზრდება უკრაინელების დევნა უკრაინიდან. თუმცა, მსოფლიოს ყველა ხალხის ინტერესებშია შეაჩეროს ეს საშინელი „სპეცოპერაცია“ და გააკეთოს ყველაფერი, რათა შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბოლოს და ბოლოს თუ რუსეთის ფედერაცია წარმატებას მიაღწევს და ეს ოკუპაცია შერჩება,  უდავოა, რომ ეთნიკური წმენდა გაგრძელდება ყოფილი სსრკ-ს ნებისმიერ ქვეყანაში.

 

 

Kavkazplus  

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები