ანალიტიკა

უძველესი ხალხის „სტუმართმოყვარეობა“.

11.03.22 12:20


რუსეთში სამოქალაქო ომის შემდეგ უამრავი თეთრგვარდიელი და ემიგრანტი, რომელსაც ბოლშევიკები ემუქრებოდნენ, იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ სტამბოლში, რომელიც იმ დროს ანტანტის ოკუპაციის ქვეშ იყო. სტამბოლში მოსახლეობის ნაწილს ბერძნები და სომხები შეადგენდნენ და თითქოს დადგა დრო - "ქრისტიანი ძმებს", რომელთა ინტერესებისთვის რუსეთი ცოტა ხნის წინ  იბრძოდა თურქეთთან, სტუმართმოყვარეობა და მადლიერება გამოეხატათ "ძველი ქრისტიანი ხალხის" მიმართ.

 

მაგრამ ასე არ მოხდა. თითქმის ყველა თეთრგვარდიელი ემიგრანტი აღნიშნავდა ქედმაღლობას, უხეშობას, უბედური ლტოლვილებს ხარჯზე ხელის მოთბობის სურვილს, რომელთაგანაც სტამბოლელმა სომხებმა და ბერძნებმა თითქმის ჩალის ფასად შეისყიდეს ყველა ღირებული ნივთი. თუკი ვინმე თანაუგრძნობდა და რუსებს დახმარებას უწევდა, მას უკანასკნელს უზიარებდა, თუმცა თვითონაც ხელიდან პირამდე ცხოვრობდა - ეს სტამბოლის თურქები იყვნენ. არავითარი სიძულვილის, ნიშნისმოგების  და თუნდაც მხოლოდ არაკეთილგანწყობის ნიშნები თურქების მხრიდან უბედურებაში მყოფი ყოფილი მტრების მიმართ არ შეინიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ოჯახმა დაკარგა ვაჟიშვილი რუსებთან ომში. 

 

დღესაც ერთ-ერთ „უძველეს ერს“, სომეხეთს ეძლევა საშუალება გამოავლინოს თავისი „სტუმართმოყვარეობა“ და ამავე დროს მადლიერება რუსეთისა და რუსების მიმართ. ფაქტია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანას შორის შეჩერდა. ერთ-ერთ იმ რამდენიმე მიმართულებათაგან, რომლითაც დღეს რუსებს შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის დატოვება, რჩება ერევანი.

 

ამრიგად, რუსების მნიშვნელოვანმა ნაკადმა სომხეთს მიაშურა, ერევანში ყოველდღიურად ათობით რეისი ჩამოდის. შესაძლოა ზვართნოცის აეროპორტის ისტორიაში პირველად, ამ რეისებზე მგზავრების უმეტესობა სომეხი კი არა ეთნიკური რუსები არიან.

 

ამასთან, საცოდავი უკრაინელი ლტოლვილებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად ტოვებენ უკრაინას ნივთებისა და ფულის გარეშე დაბომბვისა და სროლების გამო, ერევანში ძირითადად მდიდარი რუსები ჩადიან. სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ამ ადამიანებს შეუძლიათ დაფარონ  თავიანთი საარსებო ხარჯები და ჯერ არ სჭირდებათ განსაკუთრებული დახმარება, ისინი არ აპირებენ უძველესი ერის „გამოჭმას“.

 

თითქოს, დროა სომხებმა გამოიჩინონ სტუმართმოყვარეობა შედარებით შეძლებული რუსების მიმართ. და ამით იმის ჩვენება, თუ რამდენად მადლიერია სომხეთი რუსეთის მიმართ იმ ფაქტის გამო, რომ იგი ზოგადად არსებობს დასაბამითგან უცხოთა მიწებზე, როგორც სახელმწიფო. სხვათა შორის, იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეხვდებიან ერევანში ამ შედარებით შეძლებულ რუსებს ადვილი შესაძლებელია განჭვრიტო, თუ როგორ მიიღებენ სომხები ომიდან გაქცეულ მართლაც გაჭირვებულ რუს ლტოლვილებს.

 

თუმცა, თითქმის ყველა რუსი აღნიშნავს სომხების მკვეთრ მტრობასა და ბოროტმოქმედებას ერევანში ჩასული რუსების მიმართ. და არა იმიტომ, რომ ისინი სოლიდარულები არიან უკრაინასთან. ერევანში უკრაინელების მიმართ დამოკიდებულებაც არ არის უკეთესი - შემთხვევითი არ არის, რომ სომხეთში უკრაინიდან ლტოლვილები პრაქტიკულად არ არიან. საქართველოსგან განსხვავებით, სადაც უამრავი უკრაინელი ლტოლვილი ჩამოდის ტრანზიტით პოლონეთის, უნგრეთის და ევროპის სხვა ქვეყნების გავლით. პუტინის რეჟიმის ოპოზიციაში მყოფი რუსებიც საქართველოში მიდიან და საქართველო მათაც ღებულობს. მაგრამ სომეხი ნაციონალისტები ვერ მალავენ  რუსების მიმართ ნიშნისმოგებას და ცუდად შენიღბულ სიძულვილს.

 

„როცა საჭირო იყო არცახისთვის ბრძოლა, იქ არ იყავი, ახლა კი ჩამოხვედით? თქვენ მეგობრობთ თურქეთთან - ჰოდა მიბრძანდით  საკუთარ თურქეთში“. ”თქვენ მიყიდეთ სომხური მიწები თურქებს და ახლა შეაფარეთ თავი საკუთარ მიწას” - ასეთი ემოციები დომინირებს დღეს სომხურ სოციალურ ქსელებში “რუს ძმებთან” მიმართებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დაწყების შემდეგ და მომდევნო წლებშიც უამრავი სომეხი გადავიდა რუსეთში და მათი უმეტესობა ამბობდა, რომ ისინი იყვნენ „ლტოლვილები“ ​​„საშინელი აზერბაიჯანელების“ მიერ. თუმცა ხშირად ეს „ლტოლვილები“ ​​სრულიად უსაფრთხო ერევნიდან, გიუმრიდან, ვანაძორიდან გადმოდიოდნენ. რუსები მათ თანაუგრძნობდნენ და ყველანაირად ეხმარებოდნენ.

 

მართალია, დროთა განმავლობაში იგივე „გენოციდის გამო  უთვალავმა ლტოლვილად ქცეულმა“ დაიპყრო საკვანძო პოზიციები ხელისუფლებაში და ბიზნესში, შემდეგ კი აჩვენეს თავიანთი ჭეშმარიტი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ისინი შეიფარა. დღეს იმ რეგიონებში, სადაც სომხები აშკარად დომინირებენ, იგივე რუსეთის ფედერაციის კრასნოდარისა და სტავროპოლის ოლქებში, ჩვეულებრივი რამ არის რუსების ჩაგვრა, თვითნებობა და უკანონობა რუსებთან მიმართებაში „უძველესი ხალხის“ მხრიდან. რომ აღარაფერი ვთქვათ „უძველესთა“ ამპარტავნულ ზიზღზე „რუსი ველურების“ მიმართ, როგორც ისინი ამბობენ.

 

და ამის მერე უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს სომხეთში ჩასული რუსები სრულად გრძნობენ „მადლიერებას“ და „სტუმართმოყვარეობას“ იმ ადამიანებისგან, რომლებიც რუსეთის წყალობით დედამიწაზე არსებობენ?

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები