ანალიტიკა

გონებაჩლუნგი „არცახის“ სეპარატისტთა კრუნჩხვები

11.03.22 13:00


ბოლო დღეებში აზერბაიჯანულ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დროებითი პასუხისმგებლობის ზონაში ვითარება მკვეთრად დაიძაბა. 8 და 9 მარტს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების საფარქვეშ მოქმედი არალეგალური „არცახის“ სომხურმა სეპარატისტულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. აზერბაიჯანელი სამხედროები იძულებულნი გახდნენ საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ და ჩაეხშოთ სეპარატისტთა საცეცხლე პუნქტები.

 

ყარაბაღში ვითარების ამჟამინდელ გამწვავებას თავისი ახსნა აქვს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუს სამშვიდობოებს ამოფარებულმა სომეხმა „არცახელმა“ ტერორისტებმა და სეპარატისტებმა მიზანმიმართულად განახორციელეს პროვოკაციებისა და დივერსიების სერია აზერბაიჯანული ძალების წინააღმდეგ, რადგან ცდილობდნენ „დიდი ომის“ გაღვივებას და მასში რუსეთის სასწრაფოდ ჩათრევას.

 

საქმე იმაშია, რომ „საათი წიკწიკებს“ და რუს სამშვიდობოებს ყარაბაღში დასარჩენად საუკეთესო შემთხვევაში სამი წელიღა რჩებათ. გონებაჩლუნგ სეპარატისტებს დღესაც, როგორც ერთ დროს, უნდა ვაჩვენოთ, რომ ისინი რუსეთის „ერთადერთი მოკავშირეები“ არიან. რათა რუსეთმა „დაიცვას“ ისინი კანონიერი და სამართლიანი ანგარიშსწორებისგან აზერბაიჯანის მიწაზე ჩადენილი დანაშაულების გამო.

 

ამასობაში, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსეთის სულ უფრო მეტი სირთულეები შეექმნა.  ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთის ეკონომიკისთვის სასიკვდილო და დამღუპველ სანქციებს. რუსეთს უბრალოდ არ ჰყავს საკმარისი ჯარი სამხედრო ოპერაციებისთვის უკრაინაში, სადაც მარცხის პირველი დღეების შემდეგ უკრაინული არმია „გონს მოდის“ და მისი წინააღმდეგობა ყოველ წუთს იზრდება.

 

დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყარაბაღში სამშვიდობოების სახით განლაგებული რუსი სამხედროები მალე გადაინაცვლებენ "უკრაინის ფრონტზე", სადაც რუსეთის არმიას აღარ აქვს საკმარისი ძალები და რეზერვები, რადგან უკრაინამ პრაქტიკულად ჩაშალა ყველა გეგმა კიევის სწრაფი ალყაში მოქცევისა და აღებისა. ამავდროულად, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი უკრაინაში მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ რუსეთი შეძლებს გაათავისუფლოს რამდენიმე ჯარი მაინც, რათა გაგზავნოს ისინი სამხრეთ კავკასიაში იგივე „მოკავშირე“ სომხური ინტერესების დასაცავად.

 

ეს ყველაფერი კარგად ესმით "არცახელ" სეპარატისტებს და ვიდრე რუსეთს, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა კრიტიკულ სამხედრო ვითარებაში არ "ჩამოუწერია" ისინი, სეპარატისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი ომი წამოიწყონ და ყარაბაღში დამატებითი ძალები მოიზიდონ, ან თუნდაც რუსეთს არ შეუშალონ ხელი სამხედრო ძალები ყარაბაღიდან უკრაინაში გადაისროლონ სამშვიდობო მისიით.

 

თუმცა მოვლენები სწრაფად ვითარდება და ყველაფერი იქამდე მიდის, რომ სომეხ ტერორისტებსა და სეპარატისტებს პროვოკაცია ვეღარ უშველის. უკრაინის მაგალითზე მსოფლიო საზოგადოებამ უკვე დაინახა, რა საშინელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს სეპარატიზმს. სეპარატისტებს შესაძლოა სასამართლო დაემუქროს ნიურნბერგის დონეზე.

 

სულ უფრო აშკარაა, რომ სწორედ სომეხმა ნაციონალისტებმა პირველებმა ჩადეს „სეპარატისტული ნაღმები“ პოსტსაბჭოთა სივრცეში.  სრულიად სამართლიანი იქნება, თუ ისინი  არა მხოლოდ პასუხს აგებენ აზერბაიჯანის მიწაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის, არამედ გაიზიარებენ პასუხისმგებლობას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ახლა კი უკრაინაში.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები