ანალიტიკა

"საკმარისია ეს ერთი თვე გაგრძელდეს და შიმშილის პირას მივალთ" - რა ხდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სადაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგი უკვე იგრძნეს

13.03.22 13:10


სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტთა სიხარული აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების  და ამ სეპარატისტების "დამოუკიდებლობისთვის" რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო ძალიან სწრაფად იცვლება გამოფხიზლებით.

 

ჯერ ერთი აშკარაა, რომ რუსეთი საუკეთესო შემთხვევაში, აფხაზ და ცხინვალელ სეპარატისტებს „საზარბაზნე ხორცად“ მიიჩნევს და მზადაა ყოველგვარი სინანულის გარეშე, სასიკვდილოდ გამეტებულნი უკრაინაში გაგზავნოს. და მეორეც, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები თითქმის მაშინვე აისახა სეპარატისტულ ტერიტორიებზე და დაიწყო ეკონომიკური კოლაფსი.

 

შეგახსენებთ, რომ მათი ცრუ „დამოუკიდებლობის“ წლების განმავლობაში სეპარატისტებს, რომლებმაც განდევნეს შრომისმოყვარე ქართველი მოსახლეობა მშობლიური მიწიდან, არათუ არაფერი შეუქმნიათ და არ აღუდგენიათ რაიმე ეკონომიკის მსგავსი, არამედ იქცნენ  რუსეთის ბიუჯეტიდან გადაგდებული ლუკმის მომლოდინე და რუსული „დახმარების“ მიმტაცებელ პარაზიტებად.  ვიდრე რუსეთი მდიდარი  და მსოფლიო ეკონომიკაში იყო ჩართული, სეპარატისტებს ეგონათ, რომ ეს მუდამ ასე გაგრძელდებოდა. მაგრამ უკრაინის ომმა ძირში მოცელა სეპარატისტული რეჟიმების სასიცოცხლო მნიშვნელობის  ყველა არხი.

 

კერძოდ, ამის შესახებ წერს  ambebi.ge-ს რესურსი სტატიაში "საკმარისია ეს ერთი თვე გაგრძელდეს და შიმშილის პირას მივალთ" - რა ხდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სადაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგი უკვე იგრძნეს“ (https://www.ambebi.ge/ article/273261-sakmarisia-es-erti-tve-gagrzeldes-da-shimshilis-pir) :

 

სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­მა რუ­სეთს და­უ­წე­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებს აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­საც შე­ე­ხო იმ კუ­თხით, რომ სხვა­დას­ხვა პრო­დუქტზე ფა­სე­ბი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. აფხა­ზეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "შიმ­ში­ლი გარ­და­უ­ვა­ლია."

 

"ჩვენ რა და­ვა­შა­ვეთ, რო­დე­საც ერთ კვი­რა­ში 5 ჯერ გაძ­ვირ­და სურ­სა­თი, კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა, პუ­რის ფას­ზე, შა­ქარ­ზე, ზეთ­ზე. რა ვქნათ, რო­გორ ვი­ცხოვ­როთ?!" - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მკვიდ­რი, ლა­რი­სა ხა­ჯიმ­ბა, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, რე­გი­ონ­ში ფა­სე­ბის მკვეთრ მა­ტე­ბას.

 

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით თუ ასე გაგ­რძელ­და აფხა­ზეთ­ში შიმ­ში­ლო­ბა გარ­და­უ­ვა­ლია, რად­გან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, "ფაქ­ტობ­რი­ვად მკვდა­რია, თუ არ ჩავ­თვლით ციტ­რუსს და თხილს, რო­მე­ლიც გა­ლის რა­ი­ონ­ში იწარ­მო­ე­ბა და ღვი­ნოს, რო­მე­ლიც მცი­რე თით­ქმის სიმ­ბო­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით იბეჭ­დე­ბა ექ­სპორ­ტის­თვის" - ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

 

მო­სახ­ლე­ო­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სის მო­ლო­დინ­ში თა­ვის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას" რე­ა­გი­რე­ბას სთხოვს და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ "დიდი ალ­ბა­თო­ბით რუ­სე­თი არ აპი­რებს თა­ვი­სი მა­რა­გე­ბი ხელ­გაშ­ლი­ლად და­ა­რი­გოს."

 

"რუ­სეთ­ზე მა­ღა­ლი ფა­სე­ბია უკვე ჩვენ­თან. 5-6 ჯერ მეტს ვიხ­დით პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თებ­სა და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­დუქ­ტებ­ში. რა­ი­მე მო­ი­მოქ­მე­დეთ, თო­რემ მძლავრ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას მი­ი­ღებთ. მერე გვე­ძა­ხეთ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი. გა­სა­გე­ბია, რომ ბევ­რი რამ და მათ შო­რის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გაძ­ვირ­და, მაგ­რამ ად­ლერ­ში 48 რუბ­ლი ღი­რის ლიტ­რი საწ­ვა­ვი, ჩვენ­თან 56-58. ჩვენ­ზე აკე­თებთ ფულს?! ჩვენ ისევ კა­პი­კებ­ზე ვმუ­შა­ობთ, ჩვე­ნი ხელ­ფა­სი წლე­ბია ერთი და იგი­ვეა. ჩემი ახ­ლან­დე­ლი ხელ­ფა­სით მხო­ლოდ ერთი კვი­რის სამ­ყო­ფი საკ­ვე­ბის შე­ძე­ნა შეგ­ვიძ­ლია. მერე რა ვქნა?! და უმე­ტე­სო­ბა ჩემ დღე­შია", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ფე­დე­რიკ ტა­ნია.

 

"პური ისეა გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ფქვი­ლის ყიდ­ვა­ზე დავ­ფიქ­რდით, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის დენი თით­ქმის არ გვაქვს, სად უნდა გა­მო­ვაცხოთ?! რო­მელ ერ­თზე ვი­დარ­დო, არ ვიცი. საკ­მა­რი­სია ეს ერთი თვე გაგ­რძელ­დეს და შიმ­ში­ლის პი­რას მი­ვალთ", - ამ­ბობს ირმა არ­ძინ­ბა.

 

"ისე გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი უყუ­რებთ ხოლ­მე ჩვენს ფა­სებს... შე­ეშ­ვით ჩვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ქექ­ვას, თით­ქოს ჩვენს ჯი­ბე­ში სხედ­ხართ, რა რამ­დე­ნი ღირს, სად რას ვჭამთ და რო­გორ ვცხოვ­რობთ. ან სად ნა­ხეთ ჩვენ­თან გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი, რუ­სე­თი ნავ­თო­ბის ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ ჩვენ­თა­ნაც ძვი­რია საწ­ვა­ვი და თქვენ­თან რა­ტომ უნდა იყოს უფრო იაფი? მად­ლო­ბის მა­გივ­რად მუდ­მი­ვად ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით, ფა­სე­ბის ქექ­ვით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი. კი ხართ ღირ­სი გაგ­რძნო­ბი­ნონ სი­ნამ­დვი­ლე­ში სად ხართ და რა­საც წარ­მო­ად­გენთ", - პა­სუ­ხობს აფხა­ზე­ბის აღ­შფო­თე­ბას ალი­ო­ნა ივა­ნენ­კო.

 

აფხა­ზე­ბი ასე­ვე აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნის ომში უკვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მათი "სამ­ხედ­რო­ე­ბი." მა­თი­ვე თქმით, ერთი ნა­კა­დი უნდა წა­იყ­ვა­ნოს და "ეს ბოლო ნამ­დვი­ლად ვერ იქ­ნე­ბა."

 

"ჯერ ზურ­გში არი­ან, მაგ­რამ თუ დას­ჭრი­დათ წინა ხაზ­ზეც მო­უ­წევთ წას­ვლა. არ შე­ვე­გუ­ე­ბით ამას. ჩვე­ნი გა­მო­უც­დე­ლი ბი­ჭე­ბი სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცი არ არი­ან", - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

 

სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­მა რუ­სეთს და­უ­წე­სა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებს, აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­საც შე­ე­ხო იმ კუ­თხით, რომ სხვა­დას­ხვა პრო­დუქტზე ფა­სე­ბი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. აფხა­ზეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "შიმ­ში­ლი გარ­და­უ­ვა­ლია."

 

"ჩვენ რა და­ვა­შა­ვეთ, რო­დე­საც ერთ კვი­რა­ში 5 ჯერ გაძ­ვირ­და სურ­სა­თი, კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა, პუ­რის ფას­ზე, შა­ქარ­ზე, ზეთ­ზე. რა ვქნათ, რო­გორ ვი­ცხოვ­როთ?!" - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მკვიდ­რი, ლა­რი­სა ხა­ჯიმ­ბა, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე რე­გი­ონ­ში ფა­სე­ბის მკვეთრ მა­ტე­ბას.

 

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით თუ ასე გაგ­რძელ­და აფხა­ზეთ­ში შიმ­ში­ლო­ბა გარ­და­უ­ვა­ლია, რად­გან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა "ფაქ­ტობ­რი­ვად მკვდა­რია თუ არ ჩავ­თვლით ციტ­რუსს და თხილს, რო­მე­ლიც გა­ლის რა­ი­ონ­ში იწარ­მო­ე­ბა და ღვი­ნოს, რო­მე­ლიც მცი­რე თით­ქმის სიმ­ბო­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით იბეჭ­დე­ბა ექსპორ­ტის­თვის", - ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

 

მო­სახ­ლე­ო­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სის მო­ლო­დინ­ში თა­ვის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას" რე­ა­გი­რე­ბას სთხოვს და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ "დიდი ალ­ბა­თო­ბით რუ­სე­თი არ აპი­რებს თა­ვი­სი მა­რა­გე­ბი ხელ­გაშ­ლი­ლად და­ა­რი­გოს."

 

"რუ­სეთ­ზე მა­ღა­ლი ფა­სე­ბია უკვე ჩვენ­თან. 5-6 ჯერ მეტს ვიხ­დით პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თებ­სა და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­დუქ­ტებ­ში. რა­ი­მე მო­ი­მოქ­მე­დეთ, თო­რემ მძლავრ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას მი­ი­ღებთ. მერე გვე­ძა­ხეთ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი.

გა­სა­გე­ბია, რომ ბევ­რი რამ და მათ შო­რის, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გაძ­ვირ­და, მაგ­რამ ად­ლერ­ში 48 რუბ­ლი ღი­რს ლიტ­რი საწ­ვა­ვი, ჩვენ­თან 56-58. ჩვენ­ზე აკე­თებთ ფულს?! ჩვენ ისევ კა­პი­კებ­ზე ვმუ­შა­ობთ, ჩვე­ნი ხელ­ფა­სი წლე­ბია ერთი და იგი­ვეა. ჩემი ახ­ლან­დე­ლი ხელ­ფა­სით მხო­ლოდ ერთი კვი­რის სამ­ყო­ფი საკ­ვე­ბის შე­ძე­ნა შეგ­ვიძ­ლია. მერე რა ვქნა?! და უმე­ტე­სო­ბა ჩემ დღე­შია" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ფე­დე­რიკ ტა­ნია.

 

"პური ისეა გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ფქვი­ლის ყიდ­ვა­ზე დავ­ფიქ­რდით, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, დენი თით­ქმის არ გვაქვს, სად უნდა გა­მო­ვი­ცხოთ?! რო­მელ ერ­თზე ვი­დარ­დო, არ ვიცი. საკ­მა­რი­სია ეს ერთი თვე გაგ­რძელ­დეს და შიმ­ში­ლის პი­რას მი­ვალთ", - ამ­ბობს ირმა არ­ძინ­ბა.

 

"ისე გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი უყუ­რებთ ხოლ­მე ჩვენს ფა­სებს... შე­ეშ­ვით ჩვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ქექ­ვას, თით­ქოს ჩვენს ჯი­ბე­ში სხედ­ხართ, რა რამ­დე­ნი ღირს, სად რას ვჭამთ და რო­გორ ვცხოვ­რობთ. ან სად ნა­ხეთ ჩვენ­თან გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი, რუ­სე­თი ნავ­თო­ბის ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ ჩვენ­თა­ნაც ძვი­რია საწ­ვა­ვი და თქვენ­თან რა­ტომ უნდა იყოს უფრო იაფი? მად­ლო­ბის მა­გივ­რად, მუდ­მი­ვად ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით, ფა­სე­ბის ქექ­ვით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი. კი ხართ ღირ­სი გაგ­რძნო­ბი­ნონ სი­ნამ­დვი­ლე­ში სად ხართ და რა­საც წარ­მო­ად­გენთ", - პა­სუ­ხობს აფხა­ზე­ბის აღ­შფო­თე­ბას ალი­ო­ნა ივა­ნენ­კო.

 

აფხა­ზე­ბი ასე­ვე აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნის ომში უკვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მათი "სამ­ხედ­რო­ე­ბი." მა­თი­ვე თქმით, ერთი ნა­კა­დი უკვე წა­იყ­ვა­ნეს და "ეს ბოლო ნამ­დვი­ლად ვერ იქ­ნე­ბა."

 

"ჯერ ზურ­გში არი­ან, მაგ­რამ თუ დას­ჭრი­დათ, წინა ხაზ­ზეც მო­უ­წევთ წას­ვლა. არ შე­ვე­გუ­ე­ბით ამას. ჩვე­ნი გა­მო­უც­დე­ლი ბი­ჭე­ბი სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცი არ არი­ან", - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

 

აფხა­ზე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში - მათ რუ­სუ­ლი არ­მი­ის­თვის შეშა მი­აქვთ: ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დანიგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, პირ­ველ რიგ­ში, პუ­რის ფქვი­ლი გაძ­ვირ­და. მო­სახ­ლე­ო­ბა, ამ­ბობს, რომ გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტებს იმა­რა­გებს.

 

"ყვე­ლას არ აქვს მა­რა­გის გა­სა­კე­თე­ბე­ლი ფული და ჩვენ რა ვქნათ, ადა­მი­ა­ნებ­მა რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ხელ­ფას­ზე ვმუ­შა­ობთ და იმ­დე­ნი ფული არ გვაქვს, რომ 4-5 ტო­მა­რა ფქვი­ლი და შა­ქა­რი ვი­ყი­დოთ?! ისე­დაც უპატ­რო­ნო­ე­ბი ვი­ყა­ვით და აწი სა­ერ­თოდ ვი­ღას ვეხ­სო­მე­ბით?! ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი მხო­ლოდ თა­ვი­სი ჯი­ბე­ე­ბის გა­ს­ქე­ლე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ის დროა, ტრა­დი­ცი­ებს და­ვუბ­რუნ­დეთ, მიწა და­ვა­მუ­შა­ვოთ, თო­რემ შიმ­ში­ლით და­ვი­ხო­ცე­ბით", -წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნანა პლი­ე­ვა.

 

"გუ­შინ დი­ლით ვი­ყი­დე პური, იმ­ხე­ლა რიგი იყო, მივ­ხვდი კარგ დღე­ში არ ვი­ყა­ვით. უკვე გაძ­ვი­რებ­ლი იყო შა­ქა­რი. კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა ბავ­შვის კვე­ბა­ზე. ცუდ დღე­ში ვართ", - აღნშნავს ოლეგ ჯი­ო­ე­ვი.” სტატიის დასასრული.

 

ამასობაში, უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაზე ცოტა მეტი დრო გავიდა. სეპარატისტულ ფორმირებებს ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული მარაგები. ოსებისა და აფხაზების ოჯახები ეხლა იწყება უკრაინიდან პირველი სამძიმრების მიღება. და ჯერჯერობით ყველა ვერ აცნობიერებს კატასტროფის მასშტაბებს.

 

მაგრამ რა მოხდება, როცა მარაგი ამოიწურება და რუსეთი გააგრძელებს სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებზე  დაზოგვას? გადაისვრის რა ყველა რესურსს  და გაგზავნის რა სასიკვდილოდ განწირულ აფხაზი და ოსი ბიჭების ახალი ნაწილს „უკრაინის ფრონტზე“ ? ოსებსა და აფხაზებს ნამდვილი გენოციდი და მათი ეთნოსების გადაშენება ემუქრებათ.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები