ანალიტიკა

სომხეთი და სეპარატისტები საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნენ

15.03.22 12:00


2022 წლის 13 მარტს ირანმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ერბილზე (ერაყის ქურთისტანი). ბალისტიკური რაკეტების შედეგად აფეთქებები აშშ-ის გენერალური საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 

ცეცხლის გახსნის ფაქტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. ამჟამად გენერალური საკონსულოს შენობა არ ფუნქციონირებს, იქ აშშ-ის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. ასევე აცხადებენ, რომ დაბომბვას საკონსულოსთვის ზიანი არ მიუყენებია.

 

სინამდვილეში, თავდასხმები აშშ-ს დიპლომატიურ მისიაზე შეიძლება  საკმარის მიზეზად იქცეს აშშ-სა და ირანს შორის ისედაც მწვავე ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისთვის. ზოგიერთი ექსპერტი ელოდა კიდეც, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის პარალელურად, ომი აშშ-სა და ირანს შორისაც გაჩაღდებოდა. ამ ომის გაჩაღება, როგორც გვახსოვს 2020 წლის დასაწყისში უფრო სავარაუდო იყო  ვიდრე ოდესმე. მაშინ, შეერთებული შტატების თავდასხმისთვის მომზადებისას, ირანის საჰაერო თავდაცვამ „შეცდომით“ ჩამოაგდო უკრაინიდან ჩამოსული თვითმფრინავი. მაგრამ ამის შემდეგაც ტრამპის ადმინისტრაციამ შეერთებულ შტატებში არ გაამწვავა საომარი მდგომარეობა და შემდეგ კორონოვირუსის პანდემიამ მთლიანად ამოიღო დღის წესრიგიდან აშშ-ირანული წინააღმდეგობები.

 

შეერთებულ შტატებს ირანთან სამხედრო ურთიერთობა არც ეხლა გაუმწვავებია, თუმცა რა თქმა უნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო თავდასხმა.

 

შეერთებული შტატების ასეთი მშვიდობიანი და თუნდაც ერთი შეხედვით „უკბილო“ დამოკიდებულება ირანის მიმართ სწორედ ამ მომენტში აიხსნება მრავალი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მათი ინტერესით, რომ ირანი გახდეს ენერგიის ერთ-ერთი „ალტერნატიული“ მიმწოდებელი მსოფლიო ბაზრებზე. რითაც იგივე შეერთებული შტატები დაინტერესებულია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან მიწოდების ფაქტიური ემბარგოს პირობებში.

 

მაგრამ აქ ირანი ვერაფერს გახდება მეზობლებთან, პირველ რიგში თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გარეშე. უფრო მეტიც, სწორედ ასეთი თანამშრომლობით ავლენს ირანი თავის "გონიერებას" და "მოლაპარაკების უნარიანობას". სავარაუდოდ, ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, რომ ჯერჯერობით ომი "ირანის ფრონტზე" არ არის.

 

2022 წლის 11 მარტს ირანსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა სამთავრობოთშორისო ურთიერთგაგების მემორანდუმს აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკურ რეგიონსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ირანის ტერიტორიის გავლით, ახალი საკომუნიკაციო კავშირების შექმნის შესახებ. სწორედ ეს შეთანხმება მიიჩნია დიდი ალბათობით, აშშ-მ ირანის მშვიდობისმოყვარეობის მთავარ ნიშნად და აღიქვა მისი მხრიდან საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში გაწევრიანებით დაინტერესებად.  შესაძლოა,  სწორედ ამიტომ აპატია ვაშინგტონმა თეირანს ერბილში თავდასხმა.

 

როგორც ჩანს, საგარეო პოლიტიკაში თავად ირანის ხელმძღვანელობაში არ არის ერთიანობა და ერბილზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ცნობილი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) მიერ, რომლის ხელმძღვანელობა მშვიდობიან პირობებში "გავლენას კარგავს". მაგრამ, როგორც ჩანს  ირანის მთავრობაში „ზომიერ“ ფრთას ახლა ომი არ სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ირანის მოკავშირე რუსეთი თავით არის „ჩაფლული“ უკრაინაში.

 

იმავდროულად, ახალი მარშრუტი აღმოსავლეთ ზანგეზურსა და ნახიჩევანს შორის იმეორებს ზანგეზურის დერეფანს სომხეთის გავლით. სწორედ ერევნიდან ამ დერეფნის გახსნისა და ექსპლუატაციის დაპირება იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანი დათანხმდა რუსი სამშვიდობოების დროებით ყოფნას და ლაჩინის დერეფნის ამოქმედებას ყარაბაღის სომხებით დასახლებული რეგიონების მიმართულებით.

 

 

მაგრამ ირანთან შეთანხმების შემდეგ, ბაქოს ინტერესი სომხური სატრანსპორტო ვარიანტის მიმართ იკარგება. მანძილი კილომეტრებში უმნიშვნელოა და აშკარაა ტვირთის უსაფრთხოება და ამ გზის სარგებელი მარშრუტზე მცხოვრები ირანელი აზერბაიჯანელებისთვის.  შესაბამისად, აზერბაიჯანს სულაც არ სჭირდება ლაჩინის დერეფანი მის ტერიტორიაზე, რომლითაც უკონტროლოდ მარაგდება უკანონო სეპარატისტული „არცახის“ დაჯგუფებები.

 

ამგვარად, სომხეთი კიდევ ერთხელ არა მხოლოდ „გამოტოვებს“ საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტებს და სერიოზულ გეოპოლიტიკურ თამაშს, არამედ სრულ ჩიხში აღმოჩნდება თავისი უსაფუძვლო პრეტენზიებით მეზობლების მიმართ და ირანისა და რუსეთისგან მფარველობის ბოლო „იმედით“. როგორც ჩანს, ამის გაგებას უფრო გონიერი სომეხი ნაციონალისტები იწყებენ.

 

„სომხეთი საშინელ მდგომარეობაშია. წამით ჩაწვდით მოვლენათა არსს - ჩვენი მოკავშირე ორი ქვეყანაა, რომლებიც დასავლეთის თვალში ამაზრზენ ბოროტებას წარმოადგენენ. რუსეთმა მოახერხა ირანისთვის ინიციატივა ჩამოერთმია და მსოფლიო სიძულვილის მთავარ ობიექტად იქცა. და იგი უკვე იმკის ამ სტატუსში ყოფნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს... ირანის ქმედებები სიტუაციას აუარესებს. ვის შეიძლება დავეყრდნოთ? დასავლეთი ვერ დაგვეხმარება. იმიტომ, რომ ჩვენ ოფიციალურად როგორც რუსეთის, ასევე ირანის მოკავშირეები ვართ“, - წერს armenianreport.

 

რეალურად სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე armenianreport იუწყება. რუსეთმა დაიწყო ძალების სწრაფი გაყვანა არა მხოლოდ სომხეთიდან, არამედ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონიდანაც.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მხოლოდ 8-10 მარტს, გიუმრის რუსული ბაზის 800 სამხედრო მოსამსახურე სომხეთიდან გაიყვანეს და უკრაინაში გადაისროლეს. აზერბაიჯანულ ყარაბაღში რუსი „სამშვიდობოების“ რაოდენობა თანდათან მცირდება. ისინიც ემზადებიან უკრაინაში გადასასვლელად. მალე სომხების ინტერესების დამცავი არავინ იქნება.

 

ირანი, რომელიც ბოლო დრომდე, როგორც ჩანს ერევნის მინიშნებით „იარაღს აჟღარუნებდა“, ემუქრებოდა აზერბაიჯანს იმ შემთხვევაში თუ იგი გადაწყვეტდა დაეჩქარებინა ზანგეზურის დერეფნის გახსნა, მზად იყო თავად უზრუნველყო ასეთი დერეფანი თავისი ტერიტორიის გავლით. ირანის თანამშრომლობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან ტრანზიტის სფეროში პრინციპულად შეუთავსებელია ერევნის რეჟიმის მხარდაჭერასთან. ამავდროულად ირანმაც, როგორც ჩანს გადაწყვიტა „ჩამოშორებოდა“ რუსეთს და მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს. იმ ომს, რომელსაც თავიდან ენთუზიაზმით შეხვდნენ სომეხი ნაციონალისტები.

 

რუსეთ-უკრაინის ამჟამინდელ ომს წინ მომხდარი მოვლენების გაანალიზებისას ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: არავის გაუღვივებია და მოუახლოვებია ეს ომი ისე, როგორც სომხურ  ლობს. არც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, არც CIA-ს და ბენდერებს ერთის მხრივ და ე.წ.„რუსულმა მშვიდობის" არცერთ მხარდამჭერს,  მეორე მხრივ იმდენი არ გაუკეთებია ამჟამინდელი სისხლისღვრისთვის, რამდენიც „უძველესი კულტურული ერის“ წარმომადგენლებს. სწორედ მათ დასჭირდათ პრეცედენტი რუსული სამხედრო ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლისა, სეპარატიზმის ლეგალიზების პრეცედენტისა. უპირველეს ყოვლისა  ყბადაღებული „არცახისა“.

 

სომხური ლობი იმის მოლოდინშია, რომ რუსეთი დაიპყრობს უკრაინას, დააყენებს თავის მარიონეტულ მთავრობას კიევში, რომელიც აღიარებს ყირიმსა და დონბასს როგორც "დამოუკიდებელს". სომხური ლობი იმაზეც კი თანახმაა, რომ უკრაინა აგრესიის შემდეგ რამდენიმე ნაწილად დაიშალოს. სომეხი ნაციონალისტები ოცნებობენ თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს განადგურებაზე იმავე სცენარით.

 

მაგრამ, მიიწურა ომის პირველი კვირა, მეორე და მესამეც მთავრდება და რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ აშკარად ერთ ადგილს ტკეპნის.

 

ხერსონის გარდა, არც ერთი რეგიონალური ცენტრი ვერ იქნა აღებული. შედეგად, რუსეთის ფედერაცია იძულებულია გაიყვანოს ჯარები „კავკასიის ფრონტიდან“, დაცვის გარეშე დატოვოს არა მხოლოდ „არცახელი“ სეპარატისტები, არამედ სეპარატისტები სოხუმსა და ცხინვალში. სომხეთში კი, რომელიც ფაქტობრივად გახდა აგრესორი სახელმწიფოს ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული მოკავშირე (ბელარუსიაც კი ცდილობს რუსეთის ფედერაციისგან მაქსიმალურად დისტანცირებას) შედეგად  პრობლემებმა უფრო და უფრო იჩინა თავი.

 

ყოველივე ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციის დამარცხება, რომლის ალბათობაც უფრო და უფრო აშკარა ხდება, გამოიწვევს საზღვრებისა და სეპარატისტული პროექტების ყველა უკანონო ცვლილების აღმოფხვრას. მათ შორის სეპარატისტული აფხაზეთის ადგილზე „ზღვისპირა სომხეთის“ შექმნის პროექტისა. აღარაფერს ვამბობთ "არცახელ" სეპარატისტებზე, რომლებიც სავარაუდოდ უკრაინის ომის დასრულებაზე გაცილებით ადრე დასრულდებიან.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები