ანალიტიკა

სომხეთს თურქეთთან შერიგება სურს

16.03.22 16:40


რა უნდა იყოს ამ "სასწაულის" მიზეზი?

 

რამდენიმე თვის წინ წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, რომ სომხეთის რესპუბლიკის ოფიციალური პირები დაიწყებდნენ საუბარს თურქეთთან შერიგებაზე და საზღვრების გახსნაზე. სომხეთში თურქეთზე საუბრისას მას ყოველთვის მოსისხლე მტრის კონტექსტში ახსენებდნენ და მიზეზით თუ უმიზეზოდ მითიურ „გენოციდსაც“ ურთავდნენ.

 

თუმცა დღეს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ღიად აცხადებს, რომ სომეხ ხალხს თურქეთთან ურთიერთობის მოწესრიგება სურს, ხოლო მითიურ „გენოციდზე“ კრინტიც კი არ დაუძრავს.

 

„სომხეთი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად და თურქეთთან საზღვრების გასახსნელად. მიხარია ჩემი თურქი კოლეგისგან იმის მოსმენა, რომ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ პროცესი ამ მიზნისკენ წარიმართოს.

მე ვთვლი, რომ ჩვენ არ უნდა დავაყოვნოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სწრაფად ცვალებად სამყაროში“ - განაცხადა არარატ მირზოიანმა თურქულ სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

 

2022 წლის 12 მარტს სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უპირობოდ ნორმალიზების პროცესი განიხილეს. შეხვედრის შემდეგ სომეხმა მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ერევანი მზადაა რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის. თავის მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოლაპარაკებებს კონსტრუქციული და სასარგებლო უწოდა.


„ზოგადად  სომხეთის მოსახლეობას სურს თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია. ეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებშიც აისახება. რა თქმა უნდა სომხეთშიც და თურქეთშიც არიან ჯგუფები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ამ პროცესს. ორივე მხარის ოფიციალურმა პირებმა უნდა მიიღონ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ საკითხების გადასაჭრელად. მინისტრ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის დროს ჩვენ ზოგიერთ საკითხზე მოსაზრებები გავცვალეთ  და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გათვალისწინებული“ - განაცხადა მირზოიანმა.

 

სინამდვილეში, ერევანმა და ანკარამ გასული წლის ბოლოს დანიშნეს თავიანთი სპეციალური წარმომადგენლები ნორმალიზაციის მოლაპარაკებებზე. სომხური მხარიდან ეს იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი. თურქეთს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი სერდარ კილიჩი წარმოადგენს.


14 იანვარს მოსკოვში პირველი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების დროს მხარეებმა  დიალოგის კონსტრუქციული, არაპოლიტიზებული ფორმით წარმართვისთვის მზაობა გამოხატეს. მეორე შეხვედრა 24 თებერვალს ვენაში გაიმართა.

 

თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წლიდან ჩაკეტილია ანკარას ინიციატივით.

 

ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობები გამოწვეულია მთელი რიგი გარემოებებით, კერძოდ, ანკარას მხრიდან ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიციის მხარდაჭერით და თურქეთის მკვეთრი რეაქციიით 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესთან მიმართებაში.

 

სომხეთმა თურქეთთან ფარული მოლაპარაკებები გამართა.

 

თურქეთი დღეს არის სომხეთის არსებობის, მშვიდობის, მიწოდებისა და მისი მთლიანობის გარანტი მის ამჟამინდელ საზღვრებში.

 

რუსეთის ბლოკადამ და მოკვეთილის სტატუსმა სომხეთის გადარჩენის საკითხი წამოჭრა. სომხები მართალია მგზნებარე, მაგრამ ზომიერად ბრძენი ხალხია.

 

ამ მიმართულებით მუშაობს აშშ-სა და საფრანგეთის სომხური ლობიც.

 

თურქეთი ძალიან დაინტერესებულია სომხეთთან მეგობრობით და მზადაა მას დიდი შესაძლებლობები მისცეს საზღვრებისა და ბაზრის გახსნით.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები