ანალიტიკა

რისთვის „გამოყოფს ნიშნით“ Freedom House თავის რუკებზე სეპარატისტულ ტერიტორიებს?

20.03.22 20:50


უკრაინის ომი ნათლად აჩვენებს თუ რა საშინელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს სეპარატიზმს. საკმაოდ ცნობილმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა რუკები სახელმწიფოებისა და ტერიტორიების აღნიშვნით „თავისუფლების“ ხარისხისა და ამ „თავისუფლებების“ დინამიკის მიხედვით. ამ რუკებზე ფაქტობრივად, პოსტსაბჭოთა სივრცეში  ყველა სეპარატისტული ტერიტორია „ლეგალიზებულია“.

 

რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინული ყირიმი, DPR და LPR უკრაინის ტერიტორიაზე დნესტრისპირეთი. მოლდოვას, სეპარატისტული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაზე შეღებილია ცალკეულ ფერებად ან „საზღვრებითაა გამოყოფილი“ სახელმწიფოებისგან, რომელთა განუყოფელი ნაწილია, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის მიხედვით. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ასევე 44-დღიანი ომის დროს ლიკვიდირებული სეპარატისტული „არცახი“ ან NKR-იც ცალკე, აზერბაიჯანთან შედარებით სხვა ფერშია მოხატული. თუმცა, პრინციპში ასეთი სახელმწიფო არ არსებობს და მთელი მსოფლიო აღიარებს ყარაბაღს, როგორც ერთიანი აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად.

 

პარადოქსულია, მაგრამ Freedom House-ის რუკაზე ნეო-ნაცისტური და მონოეთნიკური სომხეთი და სეპარატისტული „არცახი“ განსხვავებით აზერბაიჯანისგან, რომელიც შეფერილია როგორც „არათავისუფალი“, იმ ფერად არის მონიშნული, როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი“. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ერების წარმომადგენლები, მათ შორის დაახლოებით 30 000 სომეხი, მშვიდობიანად ცხოვრობენ აზერბაიჯანში და არავის უფიქრია მათ დისკრიმინაციაზე.

 

 ამავდროულად, 2020 წლამდე არც ერთი აზერბაიჯანელი არ დარჩენილა სომხეთის ან "არცახის" სეპარატისტთა კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე - ისინი ყველა გააძევეს და დახოცეს, პრაქტიკულად აქ არც  არიან სხვა ეროვნების წარმომადგენლები - ეს არის აბსოლუტურად მონოეთნიკური თემი. მაგრამ ისინი, თურმე Freedom House-ის კლასიფიკაციით „ნაწილობრივ თავისუფალი“ არიან?

 

ანალოგიურად, გაუგებარია რის საფუძველზე გამოყო Freedom House-მა ცალკე სეპარატისტული აფხაზეთი, საიდანაც გააძევეს 300 000 ქართველი და მიაკუთვნა „ნაწილობრივ თავისუფალთა“ ჯგუფს, აფხაზეთის გალის რაიონში დარჩენილი ქართველები ცხოვრობენ აპარტეიდის  და ტოტალური დისკრიმინაციის პირობებში.

მაგრამ, „თავისუფლების“ ხარისხის მიხედვით ამ ოკუპირებულ ტერიტორიას, სრულიად უუფლებო მოსახლეობით (და აფხაზები მართლაც უუფლებოები არიან ოკუპანტებისა და მათი მემამულეების თვითნებობის წინაშე), თურმე ისეთივე „თავისუფლების ხარისხი“ აქვს, როგორიც Freedom House-ის მიხედვით „ნაწილობრივ თავისუფალ“  საქართველოს. ხალხი საქართველოში სწორედ თავისუფლებისთვის მიდის და ოკუპირებული სეპარატისტული აფხაზეთი, მიუხედავად იმისა, რომ იგი Freedom House-მა საქართველოსგან „გამოყო“, იმავე ფერითაა შეფერილი.

 

თუმცა, სეპარატისტული ცხინვალის რეგიონი Freedom House-ის რუკაზე, სეპარატისტული აფხაზეთისგან განსხვავებით მონიშნულია, როგორც „არათავისუფალი“ და იმავე ფერშია შეღებილი, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული. ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებული დონეცკი, ლუგანსკი, დნესტრისპირეთის და ყირიმის სეპარატისტული ტერიტორიები შეღებილია, როგორც "არათავისუფალი". პრინციპი, რომლითაც Freedom House განასხვავებს "ნაწილობრივ თავისუფალ", ოკუპირებულ და სეპარატისტულ ტერიტორიებს "არათავისუფალისგან" ბოლომდე არ არის ნათელი.

 

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში, ფაქტობრივად მოსახლეობის უმრავლესობა უკვე სომხები არიან, რომლებიც აკონტროლებენ სეპარატისტული ტერიტორიის მთელ ეკონომიკას და ასევე იგივე სომხები არიან ერთადერთი ეთნიკური ჯგუფი, სადაც რუსი სამშვიდობოების საფარქვეშ აზერბაიჯანულ ყარაბაღში შეყუჟულან უგუნური სეპარატისტები, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. გამოდის, რომ Freedom House-ის მიხედვით, სომხებს, როგორც „უძველეს ერს“ „თავისუფლების სული“ მიაქვთ იქ სადაც მასიურად სახლდებიან, ასევე აძევებენ და ასახლებენ სხვა ხალხებს. Freedom House-ის მიხედვით რუკის შეღებვის პრინციპების სხვაგვარად ახსნა რთულია.

 

 

 

Freedom House-ს  სხვა რუქებიც აქვს და ყველა მათგანზე სეპარატისტული ტერიტორიები ცალკეა შეფერილი. ასეთივეე წარმატებით, იგივე Freedom House-ს შეეძლო ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების „გაფერადება“, იგივე ერაყისა და ლიბანის ისლამური სახელმწიფო. მაგრამ რატომღაც ის ამას არ აკეთებს, არამედ სინამდვილეში „აკანონებს“ სეპარატისტებს, რომლებიც ძირეულად არ განსხვავდებიან საერთაშორისო ტერორისტებისაგან. ჩნდება კითხვა - რატომ ხდება ეს და რისთვის სჭირდება ეს Freedom House-ს?

 

ფაქტია, რომ სამწუხაროდ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში კვლავ არსებობენ სეპარატიზმის ლობისტები. ვინაიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატიზმს ყველანაირად უჭერს მხარს სომხური ლობი და როგორც წესი ეს ერთი და იგივე მოღვაწენი არიან.

 

მათი განსაზღვრა საკმაოდ მარტივია - სეპარატიზმის ლეგალიზაციის ყველა შესაძლო გზით წამოწევის მცდელობებთან ერთად, ისინი ასევე მუდმივად აცხადებენ მითიური „სომხების გენოციდის“ აღიარების აუცილებლობაზე. ამავდროულად თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ სეპარატიზმს უკვე ჩვენს დროში მივყავართ  მთელი ერების ნამდვილ გენოციდამდე.

 

Freedom House (სიტყვასიტყვით "თავისუფლების სახლი") არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ვაშინგტონში. დაფინანსებულია მთავრობების, ორგანიზაციებისა და კერძო პირების შემოწირულობებით. მეტიც, მისი ბიუჯეტის 66-80%-ს აშშ-ის მთავრობა აფინანსებს გრანტებით. მოგეხსენებათ, სომხური ლობი საკმაოდ ძლიერია აშშ-ში. ამ ლობისტებმა, რომლებმაც ვერ მიაღწიეს ოფიციალურ დონეზე მითიურ „გენოციდის“, ისევე როგორც სეპარატისტული „არცახის“ აღიარებას, ახლა თავიანთ ძალისხმევას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე ამახვილებენ. გამოქვეყნებული რუკებით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ Freedom House გახდა სომხური ლობის მანიპულაციის ობიექტი, რომელიც ამ ორგანიზაციის მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები