პოლიტიკა
22.11.22 16:20
მას შემდეგ, რაც აშშ-ის ელჩისგან ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიისგან გამოიწვია, „ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სიტუაციაში გაერკვევიან და მათ მიერ ინიციირებული ანალოგიური კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე გადაწყვეტილებას ისე მიიღებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, 22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა „ოცნების“ პოზიცია, თუ რატომ არ აგზავნიდნენ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში ევროკავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წევრების მოწოდების მიუხედავად.
მათიკაშვილის თქმით, ვინაიდან „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი უკრაინული ვერსიის იდენტური იყო, ისინი ვენეციის კომისიის დასკვნას სწორედ უკრაინის მიერ გაგზავნილ კანონზე ელოდნენ, ხოლო ის ამბავი, რომ უკრაინამ კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია, მათთვის სიახლეა.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონი ევროკავშირის ძალიან მაღალი ტრიბუნიდან თავის დროზე საკმაოდ მაღალი თამასით იქნა შეფასებული და გვახსოვს, რომ თამამი გადაწყვეტილება და თამამი ნაბიჯები უწოდეს ამ კანონპროექტს. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ უკრიანულმა მხარემ გამოიწვია და აღარ ელოდება დასკვნას, ეს არის სიახლე და აშშ-ის ელჩისგან შევიტყვეთ. ჩვენ გავერკვევით სიტუაციაში, ვნახავთ მოცემულობას და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დღეს, 22 ნოემბერს, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „არსებობს გაურკვევლობა, რადგან დეოლიგარქიცაზიის ის კანონი, რაც უკრაინაში მიიღეს, მომდინარეობდა ვენეციის კომისიისგან, თუმცა ამჟამად ვენეციის კომისიაში არ არის შესული არცერთი თხოვნა, შეაფასონ რომელიმე კანონი დეოლიგარქიზაციაზე, არც საქართველოდან და არც უკრაინიდან“.
21 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მიღებამდე ვენეციის კომისიაში უნდა გააგზავნოს.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებმა მოახდინეს, ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზეა შემუშავებული. კანონპროექტი პარლამენტს ორი მოსმენით აქვს მიღებული.
უკრაინული კანონის გადმოღებას არ ეთენხმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის ამ სახით მიღება არ შეიძლება და ის ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.
თუმცა „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია ერთი-ერთში გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე გასცემს, ვინაიდან სწორედ უკრაინული მოდელის მიღებას გეგმავს.
ვის მიიჩნევენ ოლიგარქად? — „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 379
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24