პოლიტიკა

„ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება

23.11.22 10:00


დღეს, 18:00 საათზე, „ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება.

 

ღონისძიების ორგანიზატორების მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოში „რუსული რეჟიმის“ დასრულებას მოითხოვენ.

 

„23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-19 წლისთავზე ვიკრიბებით თბილისში პარლამენტის წინ და ბათუმში ერას მოედანზე. გამოდით ყველა ვინც თვლით, რომ ამ დღეს საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა და განვითარება დაიწყო“, - აღნიშნულია „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები