პოლიტიკა

ნიკა მელიას საგანგებო განცხადება „ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავზე

23.11.22 10:20


"ვარდების რევოლუციის" მე-19 წლისთავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი ტყვეა.

 

"დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე, რწმენისა და ამ რწმენით გაძლიერების და ბოროტების დამარცხების დღე.

 

დღეს ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა, დღიდან, როდესაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრაობა და კორუფციულ ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო მოძრაობისა და განვითარების სურვილით შეცვალა.

 

დღეს არის დღე, როდესაც ჩამოშლილი ტერიტორია, სადაც კრიმინალების თარეში, კორუფცია და სრული უპერსპექტივობა იყო, იდეით გამსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს.

 

ქართულ რეფორმებზე მსოფლიომ დაიწყო საუბარი, მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა.

 

სწორედ ეს ვერ აპატია მას რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ, სწორედ ამიტომ, რუსული ოცნების პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე.

 

2002 წელს იყო სიბნელე, ახლაც ხელისუფლება ცდილობს დაგვტოვოს ისტორიის ბნელ მხარეს.

 

თუმცა გვახსოვდეს - რაც უფრო გრძელი არის ღამე, მით უფრო ახლოსაა განთიადი.

 

გაგვიმარჯვია ღირსებით და სიმართლით,

 

გავიმარჯვებთ ღირსებით და სიმართლით.

 

არ არსებობს გამარჯვებისკენ მიმავალი მოკლე ან გრძელი გზა, არსებობს მხოლოდ ღირსეული გზა და ღირსეული გამარჯვება.

 

გილოცავთ 23 ნოემბერს!",- ამბობს ნიკა მელია. 
ცნობისთვის, დღეს თბილისსსა და ბათუმში ვარდების რევოლუციის თარიღთან დაკავშირებით, აქციები გაიმართება.

 

შეგახსენებთ, დღეს 19 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან. სწორედ 23 ნოემბერს  19 წლის წინ - საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გადადგა.  მის გადადგომას 21-დღიანი საპროტესტო გამოსვლები უძღვოდა წინ.  ოპოზიციამ "ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყება დააანონსა. დედაქალაქისკენ დაიძრნენ რეგიონებიდანაც. პროტესტის 21-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად, პარლამენტში ვარდებით ხელში შევიდა და პრეზიდენტმა შევარდნაძემ სხდომათა დარბაზი დაცვის თანხლებით დატოვა. 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები