პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: ევროკავშირის მიერ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია

23.11.22 11:40


ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ევროკავშირისთვის პრიორიტეტი ხდება. ამ პროცესს წინ უძუღოდა 10 წელი, რომელიც გაფართოებით გადაღლით შეიძლება დავახასიათოთ. რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ ტექტონიკური გავლენა მოახდინა ევროკავშირის ყველა წევს სახელმწიფოზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტონინო პიცულამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ახალი, თამამი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ორგანიზაციაში, რათა განახლდეს და ახალი იმპულსი მიეცეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას.

 

„ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება პოლიტიკის ეფექტიანობა,თანმიმდევრობა და სანდოობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციისთვის. გადავხედოთ ევროკავშირში მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებებს. ევროკავშირის მიერ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია. ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ოფიციალურად გაფართოვდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ჩვენი შიდა ადმინისტრაციული სტრუქტურები და საგარეო ფინანსური ინსტრუმენტები საჭიროებს კორექტირებას. თითოეული ქვეყანა უნდა შეფასდეს საკუთარი დამსახურებით და დამსახურებაზეა დამოკიდებული შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირმა უნდა გადალახოს გაფართოების ე.წ ჩიხი. ეს უნდა მოხდეს გაწევრიანების პროცესის ორგანიზაციაში არსებული მეთოდოლოგიის მოდერნიზაციით. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია, რომელშიც მკაფიოდ და დეტალურად გაიწერება გაერთიანების პოლიტიკური ამოცანები, გატარდება საჭირო და დროული ინსტიტუციური რეფორმები. კანონის უზენაესობა უნდა იყოს პროცესის ცენტრალური ნაწილი. გადაწყვეტილებების მიღებისას სტრატეგიულად უნდა გამოვიყენოთ მიზნობრივი, პირობებზე დაფუძნებული და მკაფიო ორიენტირები. ეს ნიშნავს ევროკავშირის მხრიდან მიმდინარე რეფორმების დროულ წახალისებას, დროულ რეაქციას პარტნიორ სახელმწიფოებში რეგრესზე და ევროკავშირის მიერ პროგრესის მუდმივ წახალისებასთან ერთად აქცენტს დანაკლისზე. ამავე კონტექსტში ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ გაწევრიანების პროცესში ჩართული ქვეყნების თანხვედრას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“, - განაცხადა პიცულამ.

 

 

 

წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები