პოლიტიკა

სოზარ სუბარი: რადიკალური ოპოზიცია საბოლოოდ ნადგურდება

25.11.22 11:00


რადიკალური ოპოზიცია საბოლოოდ ნადგურდება, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

„ძალიან გააქტიურდა ამ ბოლო დროს მოთხოვნები ერთის მხრივ ნიკა მელიას გათავისუფლებაზე და მეორეს მხრივ, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვებაზე. გასაგებია რატომაც გააქტიურდა ეს მოთხოვნები, იმიტომ რომ საბოლოოდ ნადგურდება რადიკალური ოპოზიცია, ბოლომდე იშლება „ნაციონალური მოძრობა“ და სხვა რადიკალური ოპოზიციური პარტიებიც“, - განაცხადა სუბარმა.

 

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართ წერილობით თხოვნას, მოუწოდოს სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ და სამკურნალოდ იქნას გადაყვანილი სააკაშვილი.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები