პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

25.11.22 11:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ავგუსტო სანტოს სილვას შეხვდა.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

 

მხარეებმა დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს ხაზი გაუსვეს და აღნიშნეს, რომ საქართველო-პორტუგალიის თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენება მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე სექტორული კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

 

„შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და მოლოდინებზე ისაუბრა. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პორტუგალიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ასევე, ქართულ მხარეს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

პორტუგალიის და საქართველოს პარლამენტების თავმჯდომარეებმა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ პოლიტიკასა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს.

 

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის მიერ პორტუგალიის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები