პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ ესაუბრა

25.11.22 14:00


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.

 

მან ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასა და საქართველოს ევროპული არჩევანის პერსპექტივებსა და ისტორიულ ფაქტებზე ესაუბრა. დავით მათიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე, ნატოსთან ურთიერთობაზე და 12 - პუნქტიანი გეგმის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით პარლამენტის საქმიანობაზე.

 

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების უფრო მეტად ამაღლებას, თუ რატომ კეთდება ცივილიზაციური არჩევანი ევროპის სასარგებლოდ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები