პოლიტიკა
25.11.22 14:30
გარეთ მყოფ ადამიანებს როდესაც პატიმარი აინტერესებთ, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, ეს უკვე აზიანებს პატიმარს, რა გვარისაც არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, წულუკიანს კითხვა დაუსვეს, რას ფიქრობს ცენტრ „ემპათიასთან“ დაკავშირებით. კერძოდ, – „მარიამ ჯიშკარიანის დაწესებულების ისტორიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, რელევანტური და დამაჯერებელი იქნება თუ არა მათი ჩატარებული კვლევა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?“ – რაზეც წულუკიანმა აღნიშნა:
„რასაკვირველია, როგორც ყველა ადამიანს, ჩემი შეხედულებები მაქვს. ჩემს შემთხვევაში, ეს შეხედულებები ეყრდნობა იმ გამოცდილებას, რაც პატიმრებთან და პატიმრების საკითხებზე მუშაობისას მაქვს, ეს არის სტრასბურგის სასამართლოში — 10 წლისა და შემდეგ რვა წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრად მუშაობის გამოცდილება, რაც მიყალიბებს შემდეგ აზრს, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება, პატიმარს ჰქონდეს, ეს არის მისი გარემოცვა, რომელიც არის გარეთ. ვფიქრობ, სააკაშვილს ეს მწვავე პრობლემა აქვს.
როცა ბორკილები ადევს ადამიანს და სასჯელს იხდის, ან პატიმრობაშია, მისი მთავარი საყრდენი, პერსპექტივა, იმედი არის ის ან ისინი, ვინც მას გარეთ ელოდებიან. როდესაც გარეთ მყოფი ადამიანები არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, რომლებიც არ არიან კეთილსინდისიერები, რომლებსაც მოცემული პატიმარი პატიმრად კი არ აინტერესებთ, როგორც უფლებების მატარებელი ადამიანი, არამედ როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, ეს უკვე აზიანებს მოცემულ პატიმარს, რა გვარისაც არ უნდა იყოს, აზიანებს მის უფლებრივ მდგომარეობას.
სწორედ ეს გარემოცვა შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტულ მომენტში ოჯახი, შეიძლება, „ენჯეო“ იყოს, შეიძლება, ნებისმიერი. ამიტომ გარემოცვაზე ძალიან ბევრია ხოლმე დამოკიდებული, განურჩევლად იმისა, რა სტატუსის მატარებელი იყო წარსულში პატიმარი. მე პატიმრებს ყოველთვის ვუსურვებდი ხოლმე, რომ გარეთ მყოფი მისი გულშემატკივარი ყოფილიყოს ძლიერი, კეთილსინდისიერი, რომ თქვენც იყოთ უკეთესად. ეს შემიძლია, სააკაშვილს ვუსურვო, რადგან ყველა პატიმარი ჩემთვის ღირებულია და თანასწორია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვაზე, იცის თუ არა, როგორია ამჟამად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, წულუკიანმა აღნიშნა, რომ არ იცის.
„მე მჯერა პენიტენციური სამსახურის, რადგან ორი წლის განმავლობაში პირადად ვხელმძღვანელობდი ამ სტრუქტურას და ვიცი, რამდენად კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ხალხი მუშაობს პენიტენციურ სამსახურში“, – აღნიშნა წულუკიანმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24