პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე - ჩემი სურვილია, რომ ეს პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებით დასრულდეს - სამწუხაროდ, პროცესი ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის

25.11.22 18:00


ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს პროცესი “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებით დასრულდეს - სამწუხაროდ, პროცესი ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ხატია დეკანოიძე იმედოვებს, რომ მიმდინარე პროცესებიდან მისი პარტია გაძლიერებული გამოვა.

 

„ვიმედოვნებ, რომ ჩემი პარტია ამ პროცესებიდან გაძლიერებული გამოვა. ესაა ჩემი სურვილი და იმედი. ზოგადადაც, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მთავარი ფოკუსი, რაც უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერი და ნიკა გვარამიას გათავისუფლება, არ დაიკარგება”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები