პოლიტიკა
28.11.22 11:20
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს უწყების კომპეტენციაში შემავალი ორივე - შერიგებისა და ჩართულობის, ისევე როგორც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო ხედვების, ასევე შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული გზების განხილვა წარმოადგენდა.
მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ორივე პოლიტიკის განხორციელების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობას და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეშ დარღვევებს. აღნიშნულ კონტექსტში, განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობასა და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებზე.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხედვაზე, მიზნებსა და ამოცანებზე. მან ხაზი გაუსვა 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის ხუთი ურთიერთდაკავშირებული პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელზეც მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები განხორციელებულ საქმიანობასთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ორივე მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა და შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ინტენსიური და მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევაჯამეთ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგები, ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებსა და გამოკვეთილ ტენდენციებზე, ისევე როგორც დავსახეთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ერთიანი ხედვა.
საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით და ცალსახად აღინიშნა მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც მხარდაჭერა ჩართულობისა და შერიგების, ნდობის აღდგენის პოლიტიკის განხორციელების მიმართ. ასევე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმართ, USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24