პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის განვითარებისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება

28.11.22 17:20


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის განვითარებისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება, - ამის შეახებ განცხადება ილჰამ ალიევმა გააკეთა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პროექტი ერთი წლის ან წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ალიევის თქმით, დღეისთვის აზერბაიჯანი ინვესტიციებს სარკინიგზო სისტემების, საჰაერო და გადაზიდვებისთვის საჭირო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის ახორციელებს.

 

ილჰამ ალიევის მანამდე გაკეთებული განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განვითარებაზე ინვესტირებას, წლიურად ტვირთების გამტარობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის მიზნით განახორციელებდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები