პოლიტიკა

„მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია, ის ჩართო რინგზე, რაც უხერხულია“ - თაკო ჩარკვიანი

28.11.22 18:00


ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის წარმოჩნდა როგორც მამიკოს ბიჭი, რადგან მან მამა ჩართო რინგზე.

 

„რა თქმა უნდა, ის აბსოლუტურად არ განსხვავდება „ქოცების“ ტროლ-ბოტებისგან. მეტიც, ჩემს ბავშვობაში ვხუმრობდით ხოლმე და დედიკოს ბიჭებს ვეძახდით, ახლა მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია, ძალიან კარგი მამა ჰყავს და ის ჩართო ღიად რინგზე. ცოტა უხერხულია ასაკში მყოფი მამის რინგში ჩართვა“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

 

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა ნიკა მელიას შესახებ პოსტი დაწერა, სადაც მელიას მამამ, ანზორ მელიამ უპასუხა: „თაკო, გეყოფა, გრცხვენოდეს“.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები