პოლიტიკა

იმდენს იზამს ეს ხალხი, ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობაზე - რომან გოცირიძე

29.11.22 12:00


„გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმაც განაცხადა, რომ სურს საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად. იმდენს იზამს ეს ხალხი, რომ ისე გავბრაზდები, ავდგები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობაზე, ამით ხომ ნამდვილად ეშველებოდა ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა მეც მინდა, სერიოზულად რომ შეხედონ ამ საქმეს, მართლა წარვდგებოდი გეგმით, რომლითაც ეს პარტია ბევრად ეფექტური იქნებოდა“.

 

„ამით ხომ ნამდვილად ეშველებოდა ქვეყანას, ოლიგარქობაც მოისპობოდა და ეროვნული თანხმობის მთავრობასაც შევქმნიდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. არც პატარა პარტიებს დავტოვებდი ნაწყენი. ბატონ ვახტანგ მეგრელიშვილს სულაც ვიცე-პრემიერად დავნიშნავდი, როგორც რადიკალური ცვლილებების ინსპირატორს. აბა, რომ არ გავბრაზებულიყავი, ხომ ვერ მოვაჯდებოდი „ქართულ ოცნებას“? წინა გამბრაზებლებსაც მიუძღვით თავიანთი წვლილი რა თქმა უნდა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ბოლო წვეთია, სავსე ფიალიდან წყალი რომ გადმოიღვაროს.

 

ამ ჭიქით (ჩაის მივირთმევ) იმ ერთ წვეთს გაუმარჯოს, რევოლუციას რომ მისცემს ბიძგს!“ - წერს რომან გოცირიძე.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები