პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი წლის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდს მიაღწევს

29.11.22 12:30


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი წლის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდს მიაღწევს, – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ბოლო სამი წლის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა და შესაბამისად, გაიზრდება სხვადასხვა სფეროს დაფინანსებაც. პრიორიტეტად დარჩება ტურიზმის, განათლებისა და სპორტის სფეროები.

 

„ჩვენ უკვე წარვადგინეთ ბიუჯეტის პირველადი ვერსია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში და განხილვისა და შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, წარედგინებათ საბოლოო ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად.

 

მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარის ბიუჯეტი გასამმაგებულია და შეადგენს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ჩვენი მცხოვრებლებისთვის. განსაკუთრებით, მინდა, აღვნიშნო ძალიან დიდი ზრდა განათლების მიმართულებით. ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე განათლების პროგრამებს. შეიძლება აღინიშნოს, რომ უკვე გაისად და შემდეგი სამი თვის განმავლობაში, არც ერთი სკოლა არ დარჩება რეაბილიტაციის გარეშე და აშენდება ახალი სკოლები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, პირველ რიგში იგეგმება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, რაც აჭარაში სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩასული სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, ასევე ახალი წლიდან ამოქმედდება სამინისტროებში სტუდენტთა ფართო სტაჟირების პროგრამაც.

 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შუახევში გუშინ გაიხსნა FIFA-ს სტანდარტების შესაბამისი სტადიონი. მისივე თქმით, პარალელურად, მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები