პოლიტიკა

„ისეთ ზღაპარში გვაცხოვრებენ, გაღიმებული უნდა დავდიოდეთ ყველა“ - დავით ჭიჭინაძე

29.11.22 13:00


„მუცელი ცარიელი, მაცივარი ცარიელი, საფულე ცარიელი... სამაგიეროდ პროპაგანდა აქვთ  ისეთ უმაღლეს დონეზე და  ისეთ ზღაპარში გვაცხოვრებენ, გაღიმებული უნდა დავდიოდეთ ყველა,“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭნაძე.

 

„ არ იტყუება ღარიბაშვილი  100 ათასი  სამუშაო ადგილით რომ გვეტრაბახება.

 

ჩავარდნილი ეკონომიკის, სიდუხჭირის, ცხოვრების დონის კატასტროფული ვარდნის  გამო ასიათასობით ადამიანი საკუთარი სიცოცხლის ფასად გარბის ქვეყნიდან და ადგილები გამოთავისუფლდებოდა  აბა რა იქნებოდა. 

 

ეს მითიური ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც,

 

ისევ ხალხის გატყავების ხარჯზეა, განსაკუთრებით ჩვენი ემიგრანტების და მათი გზავნილების.

 

მაგრამ ეკონომიკიკური ზრდა ბუღალტერია არ არის. 

 

და თუ მართლა 10%-იანი ზრდა გვაქვს, ამას თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავზე უნდა ვგრძნობდეთ. რაც ნიშნავს იმას, რომ 10 %- თ მეტი ფული უნდა გვრჩებოდეს წინა წლებთან შედარებით, რაც ასევე ზღაპარია. რადგან რელობა ცარიელი ჯიბე და ცარიელი მაცივარია...

 

ნუ, რა თქმა უნდა ეს იმ ყველა დროზე  მორგებულ 1%-ს არ ეხება, ვისაც არასოდეს არაფერი ეხება...

მოკლედ,

 

ის ფინანსური სისტემა, რომელშიც ესენი გვაცხოვრებენ  ყველაზე დიდი ბოროტებაა და სანამ ამას არ დავანგრევთ, სანამ ხალხს უკანონო, კაბალური  ვალებისგან არ გავათავისუფლებთ არაფერი  გვეშველება,“ - აბობს ჭიჭინაძე. 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები