ანალიტიკა
29.06.16 21:55
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა სამინისტროს შენობაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და სოფელ ხურვალეთში კონფლიქტის ხაზის გადმოწევის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დუნდუამ განაცხადა, რომ საქართველოს ერთადერთი იარაღი რუსეთის წინააღმდეგ არის საერთაშორისო სამართალი და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა.
"მომზადებული გვაქვს ინფორმაცია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების თაობაზე, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახალი ბანერების დამონტაჟების შესახებ. გვაქვს ვიზუალური მასალა, ამას ყველაფერს გადავცემთ ელჩებს, გავაცნობთ არსებულ ვითარებას და ვთხოვთ მათი ქვეყნების და მათი ორგანიზაციების დახმარებას ამ საქმეში", - განაცხადა დონდუამ.
შეხვედრაზე მისულმა შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია ბანერების შესახებ, რომელიც გორის გზატკეცილთან ახლოს განთავსდა:
"საქართველოში ჩვენ რუსეთის ინტერესებს წარმოვადგენთ და მოსკოვში - საქართველოსას. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს შევამოწმოთ და რუსეთს საქართველოს მესიჯი გადავცეთ. გვსურს შევაფასოთ სიტუაცია, ასევე მოვისმენთ განმარტებებს რუსეთის მხრიდან ამ ბანერებთან დაკავშირებით."
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა: "ჩვენ გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მე ველოდები მათ მოსაზრებასაც, თუ რას იტყვიან ისინი ამ საქმესთან დაკავშირებით და ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას."
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24