ანალიტიკა

სომხეთს, რომელიც 3 კვირის წინ სამხრეთ ოსეთში ქართველი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგი იყო, ამჯერად რუსეთში სურს სატვირთოების გაყვანა ამავე დევნილების დანგრეული სახლების გავლით

05.07.16 15:15


ერევნის რეჟიმის ეგოიზმს, ცბიერებასა და ორპირობას მეზობელ ქვეყანასთან-საქართველოსთან- მიმართებაში, მართლაც რომ, საზღვარი არა აქვს. სულ ეხლახანს, 2016 წლის ივნისის დასაწყისში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სომხეთს, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ტრანზიტზე, უკვე მეცხრედ (!) მისცა ხმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ქართველი დევნილების დაბრუნების საწინააღმდეგოდ.

ამ ამბიდან სამი კვირაც კი არ გასულა და სასომხეთი თავადვე "გაიჭედა".

საქართველოს სამხედრო გზის ზემო ლარსის სასაზღვრო საგუშაგოზე ღვარცოფის გამო დარიალის ხეობაში, ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის მახლობლად მდებარე გზის მონაკვეთი დაზიანდა. ეს გზა სომხეთისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც მას რუსეთთან საქართველოს გავლით აკავშირებს. სასომხეთი ბლოკირებული აღმოჩნდა. მაშინ, როცა სხვა ქვეყნების ავტოტრანსპორტს დაუბრკოლებლად შეუძლია საქართველოდან რუსეთში გადასვლა აზერბაიჯანის შემოვლითი გზით, სასომხეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღი, მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს ტვირთის გადაზიდვა იმავე მარშრუტით.

აი, სწორედ აქ გაახსენდათ სომეხ პოლიტიკოსებს სამხრეთ ოსეთი; მაგრამ არა იმის გამო, რომ მათ სინდისის ქენჯნა იგრძნეს და "სინანული სტანჯავდათ" ცოტა ხნის წინანდელი კენჭისყრის შედეგები გაეროში და ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ ქართველი დევნილების დაბრუნებისათვის მხარი დაეჭირათ. სულაც არა! მათ უბრალოდ გზა სჭირდებოდათ! და ეხლაც, როცა სასომხეთი რაღაცას გამოელის საქართველოსაგან, ქართველებს მოიხსენიებენ, როგორც "მოძმე ერს", "მოძმე ქრისტიანებს". სინამდვილეში კი, მათ საერთოდ არ აინტერესებთ „მოძმე“ ქართველი ხალხი. დაე, დევნილებმა კვლავაც ეძიონ თავშესაფარი უცხო მხარეში, მთავარია სასომხეთის სატვირთოებმა რუსეთისაკენ გზა გაიკვალონ ქართველ დევნილთა დანგრეული სახლების გავლით.

მოკლედ, სასომხეთის ტვირთმზიდებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება საქართველოს და სამხრეთ ოსეთის გავლითაც, ხოლო ქართველებს, თურმე, საკუთარ სახლებში დაბრუნებაც კი ეკრძალებათ. თურმე სომხებისთვის დასაშვებია ცხინვალისა და მისი შემოგარენის გავლით გადაადგილება, ქართველებისათვის კი-არა.

გარდა ამისა, სომეხი მძღოლები მუდმივად გადაადგილდებიან წეროვანის სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა დასახლების მახლობლად, ხედავენ ამ ხალხს და მათ გაჭირვებას, მაგრამ მათ ქვეყანას არაფრით სურს დაეხმაროს მათ, რომელთაც იძულებით დაატოვებინეს მშობლიური კერა.

დღესდღეობით, სასომხეთი ცდილობს რუსეთისაკენ მიმავალი ახალი გზა გაჭრას, რომელიც ქართული სამხედრო გზის ალტერნატიული გახდება. სომხეთის ტრანსპორტის მინისტრი გაგიკ ბეგლარიანი აცხადებს, რომ საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სომხეთის მოქალაქეებისთვის “სამხრეთ ოსეთის” გავლით რუსეთთან მიმავალი გზა გაიხსნას. ამის შესახებ, როგორც სომხური მედია იუწყება, ბეგლარიანმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა განცხადება.

ბეგლარიანის თქმითვე, ანალოგიური შინაარსის მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსულ მხარესთან - „საქართველოსა და ”სამხრეთ ოსეთს” შორის პოლიტიკური უთანხმოება არსებობს. ეს ჩვენს სამუშაოს ართულებს, ამიტომ ამ პროგრამის განხორციელების შანსი 50/50-ზეა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ მიზნით, რომ რუსულმა და ქართულმა მხარემ შეთანხმებას მიაღწიონ“, - აცხადებს გაგიკ ბეგლარიანი.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ გახდა საჭირო სომხეთისთვის ალტერნატიული მარშრუტის გახსნა. როგორც ბეგლარიანი ამბობს, ეს ყველაფერი ლარსზე მომხდარ სტიქიას უკავშირდება - "თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადის პირობებში, საქართველო სომხეთისთვის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს გზის გახსნის შესაძლებლობა ”სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიის გავლით. გზა კარგ მდგომარეობაშია“, - განაცხადა სომეხმა მინისტრმა.

ცხადია, საქართველოს შეუძლია გაითვალისწინოს სასომხეთის ინტერესები. მაგრამ საკითხავია, თუ რატომ არ დგამს თავად სასომხეთი საქართველოსკენ ნაბიჯებს მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში და რატომ არის იგი მუდმივად წინააღმდეგი ქართველი დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებისა. სად არის გარანტია იმისა, რომ თუკი დღეს საქართველო სასომხეთისკენ სასიკეთო ნაბიჯებს გადადგამს და გაატარებს სომხურ ტვირთს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ნიშნად "მადლიერებისა", სასომხეთი კვლავაც წინააღმდეგი არ იქნება ქართველი დავნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებისა მომდევნო წელს. უარესიც შეიძლება მოხდეს, თუკი "სომხური მადლიერების წესისამებრ", იგი მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიაზე-სომხურენოვანი მოსახლეობითა და ახლადშემოსული ათასობით დევნილით (სხვათა შორის, მათი ე.წ. "ბოევიკები" განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ ქართველთა ეთნიკური წმენდისა და განდევნის პროცესში აფხაზეთის ომის დროს) გაჯერებულ სამცხე-ჯავახეთში - ახალ სეპარატისტულ ამბოხს, ხოლო შემდეგ ამ დევნილების მშობლიურ სახლებში დაბრუნების წინააღმდეგაც გამოვა.

წაკითხულია : 1072


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები