ანალიტიკა
05.07.16 19:45
ე.წ. ბოდენის დოკუმენტი, რომელიც გაეროში დევს, როგორც "ქართულ-აფხაზური კონფლიქტის" დარეგულირების გეგმა, შეიცავს ორ ისეთ მომენტს, რომლებიც, _ თითოეული ცალცალკე, _ ნიშნავს აფხაზეთის გასვლას საქართველოს შემადგენლობიდან უახლოეს მომავალში.
ერთია ის, რომ "აფხაზეთისა" და "საქართველოს" ერთობლივი სახელმწიფო, ამ დოკუმენტის მიხედვით, იქმნება ამ ორი ერთეულის ხელშეკრულების ("ფედერალური შეთანხმების") საფუძველზე, ანუ იმგვარ საფუძველზე, რომლის დარღვევა ყოველთვის შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელშეკრულებაში იქნება დათქმა, რომ მისი დარღვევა არ შეიძლება (ხელშეკრულების დარღვევა, რაც ყველა სუბიექტის შეუვალი უფლებაა, ეხება ხელშეკრულებას მისი "დათქმებითურთ". ხელშეკრულების დარღვევა შეიძლება ისჯებოდეს, მაგრამ არავის აქვს უფლება მხარეს მისი დარღვევა აღუკვეთოს).
ამგვარად, ბოდენის გეგმით, აფსუა ("აფხაზ") სეპარატისტულ ძალებს ეძლევათ ხელთ იურიდიული მექანიზმი საქართველოდან აფხაზეთის სეცესიისთვის (გამოყოფისთვის), რომელიც დღესდღეობით არ არსებობს.
მეორე ასეთი მომენტია ის, რომ აფხაზეთს, ბოდენის პროექტის მიხედვით, აქვს "სუვერენობის" სტატუსი: იგი არის "სუვერენული სახელმწიფო წარმონაქმნი საქართველოს შემადგენლობაში". სიტყვა "სუვერენული" ნიშნავს მხოლოდ "გარეთკენ დამოუკიდებელს და შიგნითკენ უზენაესს", ანუ გარეგანი ძალებისაგან დამოუკიდებელს და შიგნით (თავის ტერიტორიაზე) თავისი ნების განხორციელების უფლებამოსილს ყველა სხვა ამ ტერიტორიაზე არსებულ სუბიექტთა უზენაესად. ამ ტერმინის ხმარება აფხაზეთის მიმართ ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას და, ამდენად, მისი ხმარება აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრისას, როგორც საქართველოსთან ხელშეკრულებით ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებული ერთეულისას, ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ეს სახელმწიფო არის კონფედერაცია _ ურთიერთდამოუკიდებელთა შეთანხმება გაერთიანების შესახებ, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ გაყოფილ (დაშლილ) იქნას.
ბოდენის ამ გეგმის უარყოფა, _ მისი მიუღებლად გამოცხადება ოფიციალური წესით, _ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან არ მოხდა, თუმცა ეს უკანასკნელი თავს იურისტად თვლის და ვალდებულია, ამ სიტყვის მნიშვნელობა ესმოდეს, ისევე, როგორც სახელშეკრულებო კავშირის დარღვევადი ხასიათი. უფრო მეტიც: ბოდენის გეგმის მხარდასაჭერად თვითმარქვია "ექსპერტის" პ. ზაქარეიშვილის და ძალიან უხვად დაფინანსებული რამდენიმე ამდენადვე შემთხვევითი ქართველი მოხალისის შემადგენლობით შექმნილმა ჯგუფმა შექმნა და ნაწილობრივ გამოაქვეყნა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა, რომელიც მოიცავს "აფხაზეთსა" და "საქართველოს" შორის "ფედერალურ შეთანხმებას" ერთობლივი სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რომელშიც აფხაზეთი იქნება "სუვერენული სახელმწიფო წარმონაქმნის" სტატუსით. ეს ტექსტი რადიკალურად იქნა გაკრიტიკებული ქართულ პრესაში და ეს კრიტიკა უპასუხოდაა დღესაც. მაგრამ პროექტის პოპულარიზაცია მასმედიაში გრძელდება და მისდამი ხელისუფლების სიმპათიის არაპირდაპირი გამოვლენაა ის ფაქტიც, რომ მისი ერთ-ერთი ავტორი კ. კუბლაშვილი, არაფრით არ გამორჩეული ახალგაზრდა იურისტი, რომელმაც ზემოხსენებულ კრიტიკას ვერ უპასუხა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
ამჯერად, ჩვენ გვაინტერესებს ბოდენის გეგმის მხოლოდ ერთი ზემოხსენებულ ორ მომენტთაგანი _ ტერმინი "სუვერენული". ჩვენი ინტერესის მიზეზი ისაა, რომ კულუარულად, _ პუბლიკაციის გარეშე და, მით უმეტეს, დასაბუთების ან ილუსტრაციის გარეშე _ ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს სახელმწიფოთა (მათ შორის _ სუპერსახელმწიფოთა) სუვერენიტეტის ფაქტობრივი კვეცის მსოფლიო პოლიტიკური პროცესი (პროცესები), რის მოწმენიც ვართ (იგულისხმება: მისი კვეცა მათი საერთაშორისო სამართლებრივი მოვალეობების ზრდის მიმართულებით მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე, რაც ეხება მხოლოდ ადამიანური უფლებებისა და ეკოლოგიის საკითხებს, მაგრამ არა სხვას), ცვლის ტერმინ "სუვერენულის" შინაარსს და, ამგვარად, აუქმებს _ ან ნაწილობრივ აუქმებს, _ ბოდენის დოკუმენტში ამ სიტყვის ხმარებიდან იმ დასკვნის გამოტანის აუცილებლობას, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა ხდება. ეს დებულება ყალბია.
სიტყვა "სუვერენული" დღესაც, ისევე როგორც ტრადიციულად, ნიშნავს მხოლოდ "გარეთკენ დამოუკიდებელს და შიგნითკენ უზენაესს" და, ამდენად, ბოდენის დოკუმენტის შემოთავაზებით საქართველოს ეძლევა წინადადება, თავისი ტერიტორიის ერთი ნაწილის _ აფხაზეთის _ დამოუკიდებლობა ცნოს. საბუთად იძულებულნი ვართ მოვიყვანოთ ორი კომპეტენტური და საყოველთაოდ აღიარებული პოზიცია ამ საკითხზე _ ერთი ამერიკული, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოდან მომდინარე, მეორე გერმანული, როგორც ყველაზე დიდი ფილოსოფიური კულტურის ქვეყნიდან მომდინარე. პუბლიკაციებს მივართმევთ საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიას და პარლამენტს, რათა შეუძლებელი გახდეს მათ მიერ სიტყვის "სუვერენული" დღევანდელი შინაარსის არცოდნის და, აქედან გამომდინარე, ბოდენის დოკუმენტში მისი გამოყენებიდან გამომდინარე შედეგების ვერხედვის სიმულაცია.
წაკითხულია : 433
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24