პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

31.08.18 19:20


გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს - ამის შესახებ მან პრეზიდენტის სასახლეში სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"ჩემთვის ნიშანდობლივია და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა, ანგარიშის ჩაბარება და მომავალზე საუბარი იყოს სწორედ რიგით მოქალაქეებთან, ახალგაზრდობასთან, იმიტომ, რომ როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში, ასევე მანამდეც და მომავალშიც ჩვენი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე სხვა ელიტას ან ვინმე სხვა ჯგუფს ვემსახურებოდე, იწყებოდა თქვენგან-საქართველოს მოქალაქეებიდან და გრძელდება საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ .ე ს არჩევნები არის მნიშვნელოვანი, მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველო მომავალში. საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით უნდა მივაღწიეთ, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული და იდგეს მოქალაქეების სამსახურში.

პოლიტიკოსი, რომელიც ამ სამსახურს ჩაუდგება სათავეში, იგივე მთავრი გამოწვევა ერთადერთი შემკვეთი და ბარომეტრი, თუ როგორ უნდა ემსახუროს პრეზიდენტად, უნდა იყოთ თქვენ საქართველოს მოქალაქეები. პრეზიდენტის მიზანი უნდა იყოს, გააერთიანოს და არა გახლიჩოს ერი" - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. მას საპრეზიდენტო ვადა ეწურება და საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები