პოლიტიკა

ენერგეტიკის სექტორის რეფორმის შედეგად საქართველოს რეგიონალური ენერგოჰაბის როლი გაძლიერდება - ნათია თურნავა

27.09.18 10:15


ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა უძღვებოდა.

რეფორმის მხარდამჭერი პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დაფინანსებით ხორციელდება და საქართველოს ენერგეტიკის სექტორში „ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანების შედეგად აღებულივალდებულებების შესრულებასა და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებას ისახავს მიზნად. პროექტი 4-წლიანია და ითვალისწინებს საქართველოსთვის საბიუჯეტო დახმარების გამოყოფას 74 მლნ ევროს ფარგლებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას და ამ პროცესში დონორების და ფინანსური ინსტიტუტების დახმარების მნიშვნელობას. მისი თქმით, რეფორმა ელექტროენერგეტიკისა დაგაზის სექტორში თავისუფალ და კონკურენტულ ბაზარს ჩამოაყალიბებს, რაც ინვესტორებს მისცემს მეტ გარანტიებს, გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და განამტკიცებს ენერგოსისტემის საიმედოობას.

ნათია თურნავას განცხადებით, რეფორმების განხორციელების შედეგად კონკურენციის ხელშეწყობით და ლიკვიდურობის ზრდით მოხდება მომხმარებლისათვის უწყვეტი, მაღალი ხარისხის და სამართლიანი ფასის მქონე ენერგიის მიწოდება. მისი თქმით, ასევე მოხდება ვაჭრობის განვითარებამეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან და საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის როლის გაძლიერება, ასევე ენერგოეფექტური ღონისძიებების წახალისება, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება და სხვ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წლის ბოლომდე გეგმავს ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას, ელექტროენერგეტიკის ბაზრის დიზაინის პროექტის მიღებას და მთავრობისთვის წარდგენას, ასევე განახლებადი ენერგიებისკანონპროექტის, განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმის და ენერგოეფექტურობის კანონპროექტის მომზადებასა და განსახილველად გადაგზავნას.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები