პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა

27.09.18 10:30


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებას.

ბიორჟ ბრენდესა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის მნიშვნელობას და ქვეყნის მიღწევებს დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან, ძლიერ ეკონომიკურ ძალად ჩამოყალიბდა, რაც საგარეო ეკონომიკური შოკების მიმართ მის მდგრადობას უზრუნველყოფს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს წამყვან პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში.

განსაკუთრებით გამოიყო Fraser Institute-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ინდექსი, რომლის თანახმად, საქართველო ეკონომიკის თავისუფლების მხრივ მე-6 ადგილზეა; ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მე-9 ადგილიც ბიზნესის წარმოების სიმარტივისა და დაბალი გადასახადების თვალსაზრისით.

საუბარი ასევე შეეხო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმის როლს ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების მაღალი თანამდებობის პირებს შორის დიალოგისთვის, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოკვეთას“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები