პოლიტიკა

„ჩვენი ვალდებულებაა, მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დეოკუპაციისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის“ - ლევან იზორია

27.09.18 11:15


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ვალდებულებაა, ქვეყნის დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი გზით ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთო კეთილდღეობა:

„27 სექტემბერი არის რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედია, რომელსაც ჩვენი საერთო ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვა შემდეგში. დღეს ჩვენი ვალდებულებაა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები