პოლიტიკა

დედაქალაქის მერი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

27.09.18 17:30


დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე–მერ ირაკლიხმალაძესთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის(EIB) წარმომადგენლებს შეხვდა. EIB-ის დელეგაციასაქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებსა და სამომავლოდ, კიდევუფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

კახა კალაძემ დელეგაციის წევრებს მუნიციპალური პროექტები გააცნო, რომელთა შორის ყველაზე პრიორიტეტულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლება დაასახელა.

მისი თქმით, პროექტების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩვენთვის ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ავტობუსების პარკის სრულად განახლებაა. ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ და 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქში 500-მდე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი შემოვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მხარეები უახლოეს მომავალში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, სადაც სატრანსპორტო სისტემის განახლებასთან დაკაშირებული სხვადასხვაპროექტის დაფინანსების საკითხები უფრო კონკრეტულად განიხილება.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა დედაქალაქის მერს პროექტების განხორციელებაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები