პოლიტიკა
28.09.18 12:15
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი აქცენტები გააჟღერა, როგორც ოკუპაციის პრობლემის დასაძლევად, ასევე რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტური ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით.
დავით ზალკალიანის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია “თბილისის ფორუმის” შესახებ ინიციატივა, რომლითაც საქართველო გამოდის იდეით შავი ზღა და კავკასიის რეგიონი იქცეს კონფრონტაციისა და დაპირისპირებიდან, მშვიდობისა და კეთილდღეობის რეგიონად.
“პრემიერის გამოსვლა იყო კონცენტრირებული როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც დღვანდელი მსოფლიოს წინაშეა, ასევე ამ გამოწვევებთან ეფექტიანი საშუალებებით გამკლავებაზე. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ გაჟღერდა ახალი ინიციატივა, მოგეხსენებათ რამდნიმე წლის წინ გაეროს ტრიბუნიდან საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზა “აბრეშუმის გზის ფორუმის” გამართვა, რაც რეალობად იქცა და თავის შედეგებს იძლავა. დღეს გაჟღერდა ახალი ინიციატივა “თბილისის ფორუმთან” დაკავშირებით, რომელიც ფოკუსირებული იქნება შავ ზღვაზე და კავკასიაზე ანუ რეგიონზე, რომელიც დაპირისპირების და კონფრონტაციის რეგიონიდან უნდა გადაიქცეს მშვიდობის და განვითარების რეგიონად, მნიშვნელოვანია, რომ იმის ინიციატორი გახლავთ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება. „მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ასევე იმ გაკვეთილებზე და დასკვნებზე რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიტანოს, კერძოდ 2008 წლის ომსა და ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო. დღეს 27 სექტემბერია და მოგეხსენებათ არის მტკივნეული დღე თითეული ქართველისთვის”,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენა, რომ აუცილებელი იყო მათი მხრიდან რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე ადეკვატური რეაგირება, რათა ამას არ მოჰყოლოდა შედეგები იგივე უკრაინის სახით.
“მსოფლიო თანამეგობრობა სულ უფრო მეტად აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა მკაფიო ნაბიჯების გადაგმა, რათა არ იყოს დაშვებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევა, ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგელების განცხადებები ამ საკითხზე სადაც ისინი ამახვილებენ ყურადღებას, რომ გაერო უნდა გადაიქცეს უფრო ეფექტურ ორგანიზაციად და ეს მექანიზმები იყოს ეფექტიანად გამოყენებული”,- აღნიშნა ზალკალიანმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24